რუსეთ-საქართველოს ომის 12 წლისთავი - გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები რუსეთს დეზინფორმაციის გავრცელების გამო აკრიტიკებენ და ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშუალებენ
10:42, 06 Aug, 2020     745

გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების( ბელგია, ესტონეთი, საფრანგეთი, გერმანია, აშშ, ბრიტანეთი) ოფიციალურმა წარმომადგენლებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება საქართველოსთან დაკავშირებით რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წლის თავზე, 2020 წლის 5 აგვისტოს.

გაეროში გერმანიის მისიის მუდმივმოქმედი წარმომადგენელი , გიუნტერ საუტერი წერს: „ მე მაქვს პატივი რომ გამოვაქვეყნო ეს განცხადება ბელგიის, ესტონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების, აგრეთვე ირლანდიისა და ნორვეგიის სახელითაც.

ამ კვირაში 12 წელი შესრულდება სამხედრო კონფლიქტის დაწყებიდან საქართველოსა და რუსეთს შორის, რომელიც 2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო. დღეს უშიშროების საბჭოს გენერალური მდივნის თანაშემწეს, მიროსლავ იენცას ჰქონდა ბრიფინგი, სადაც განვიხილეთ 12 წლის შემდგომ განვითარებული მოვლენები საქართველოში. ჩვენ გავიხსენეთ ისინი ვინც დაიღუპნენ და ვინც დაკარგეს საკუთარი სახლები, გამოვთქვით წუხილი იმ ფაქტთან მიმართებით, რომ მხოლოდ მცირეოდენი პროგრესი იქნა მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმების გაფორმების შემდეგ. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.“

განცხადებაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ რუსეთის სამხედრო ძალების განლაგება საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, აგრეთვე მათთვის ე.წ დამოუკიდებლობის გამოცხადება არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს.

„ჩვენ დიდ შეშფოთებას გამოვთქვამთ ბორდერიზაციის პროცესის გაძლიერების ფონზე. ამ რთული პერიოდის განმავლობაში, დე ფაქტო ხელისუფლებები ამყარებენ ეფექტურ კონტროლს საქართველოს რეგიონებზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე და აგრძელებენ საქართველოს ადმინისტრაციული საზღვრის დაუსაბუთბელ დაკავება/მიტაცებას.“

ჩვენ აგრეთვე შეშფოთებული ვართ რუსეთის მიერ წარმოებული დეზინფორმაციის გამო პანდემიასთან და ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებით, რაც ნათლად ჩანს სიცრუეზე აგებულ პროპაგანდაში ლუგარის კვლევით ცენტრთან მიმართებით.

„ამგვარი აქტები ხელს უწყობს კონფლიქტის გაგრძელებას, საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას, ხელყოფს ადამიანის უფლებებს, თავისუფლებას, ნეგატიური გავლენა აქვს ქართველი ხალხის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე და მთელ რეგიონს დესტაბილიზაციის საფრთხის ქვეშ აგდებს. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბერს ნაკისრი ვალდებულებები. 6 პუნქტიანი შეთანხმება მოიცავს ვალდებულბას, რუსეთმა გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები იმ ტერიტორიიდან, რომელშიც საომარი მოქმედებების დაწყებამდე რუსეთის შეიარაღებული ძალები არ იყო წარმოდგენილი.''

„ჩვენ მრავალგზის გამოვხატავთ მხარდაჭერას ადამიანის უფლებების პატივისცემასა და დაცვაზე, მათ შორის იმ პირებისადმი, რომლებსაც დღეს იძულებით გადაადგილებულთა სტატუსი გააჩნიათ, მხარს ვუჭერთ მათ, შეუფერხებლად დაუბრუნდნენ თავიანთ სახლებს საერთაშორისო სამართლის თანახმად.

ჩვენ ურყევად ვუჭერთ მხარს კონფლიქტის შვიდობიან მოგვარებას საქართველოში და მოვუწოდებთ ყველა მხარეს გააორმაგონ თავიანთი ძალისხმევა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების ფორმატში.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
"როდესაც ადამიანს შეურაცხყოფას მიაყენებ ბოდიში, მაგრამ…" – მაიკო კაჭკაჭიშვილი ნინი ბადურაშვილის სკანდალზე
"ეს ისეთი ემოციური დღე იყო ჩემთვისაც… " - ეკა ბესელიას ვაჟი დაინიშნა
კარგი ამბავი: ცნობილია, როდის დატოვებენ კლინიკას შატილის ავარიას გადარჩენილები
რუსთავის ტბაში თევზები დაიხოცა
ზურაბ დოიჯაშვილის მდგომრეობა დამძიმდა, მომღერალი 5 თვეა მართვით სუნთქვაზეა
"ვეღარ ვაწვდენ ხმას აღარ არსებობს სოცქსელში..." - ნინი ბადურაშვილი ბოდიშს იხდის
საოცარი კადრები - ახალგაზრდა მონაწილემ საცოლეს ხელი სთხოვა პირდაპირ "მასტერშეფის" სტუდიაში სთხოვა
21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
მერაბიშვილის გადაწყვეტილება, არ იყოს პოლიტიკაში, არის სწორი - მიხეილ სააკაშვილი
"ყოველთვის მოვიხდი ბოდიშს და ბოდიში არასდროს არის გვიან" - მიხეილ სააკაშვილი
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42