პატიმარზე ზეწოლის მცდელობა - პენიტენციური სამსახური "მთავარის არხის" ინფორმაციას ეხმაურება
პოლიტიკა - 19:08, 06 Aug, 2020     617


სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება 2020 წლის 6 აგვისტოს ტელეკომპანია „მთავარის“ საინფორმაციო გამოშვებებში გასულ ყოფილი პატიმრის ანონიმურ ინტერვიუს, სადაც რესპოდენტი საუბრობს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდზე და აცხადებს, რომ სხვა პატიმრების მხრიდან ადგილი ჰქონდა მასზე ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლას, ასევე სექსუალური შევიწროების მცდელობას.
"სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად აცხადებს, რომ ეს არის სიცრუე და პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის მცდელობა, ისევე როგორც ყოფილი პატიმრის ბრალდება, თითქოს ეს ყველაფერი წახალისებული იყო პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან და მუქარები ყოფილი პატიმრის მიმართ დღესაც გრძელდება.


ინფორმაციისთვის, ტელეკომპანიის რესპოდენტი, რომელიც სავარაუდოდ უნდა იყოს ყოფილი ბრალდებული ლ.ტ., საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით 2020 წლის 14 თებერვალს მოთავსდა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში. მიმდინარე წლის 14 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სასჯელის სახით მას დაეკისრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით, რის შემდეგაც ლ.ტ.-მ დატოვა საპატიმრო. ვინაიდან N8 პენიტენციური დაწესებულება არის დახურული ტიპის, დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში ბრალდებულს შეხება ჰქონდა მხოლოდ მის თანამესაკნეებთან და არ ჰქონია კონფლიქტი არც თანამესაკნეებთან და არც დაწესებულების თანამშრომლებთან. შესაბამისად, მისი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, თითქოს მის მიმართ განხორციელებული იყო ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ზეწოლა, არის სრული სიცრუე." - ნათქვამია უწყების განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
“ჩვენ ბიძინა ივანიშვილს ამ ბრძოლას მოვუგებთ!" - ანი მიროტაძე
პარტია "რეფორმერის“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხატია ქობალია : სტუდენტური თვითთმმართველობების დღევანდელი მოდელი სისტემის მოძველებული ფორმაა, რომელიც უნდა შეიცვალოს
"გაერთანებული ოპოზიცია არცევნებზე მიდის გაანალიზებული შეცდომებით, შეგნებული გამოცდილებით, მომავლის გეგმებით" - გრიგოლ ვაშაძის მიმართა მხარდამჭერებს
31 ოქტომბერს ყველა ერთად საქართველოს ისტორიის ახალ ფურცელს დავწერთ - ზაალ უდუმაშვილი
თავისუფლება, თავისუფლება, თავისუფლება... მოდით, კობახიძეს 31 ოქტომბერს მოვთხოვოთ პოლიტიკიდან წასვლა - ნიკა მელია
ქართული სისხლის გიჩქეფთ ძარღვებში, რომელსაც ოლიგარქატი ვერ დააშრობს - ნიკა მელია
ხატია წერეთლის შეყვარებული დაქორწინდა? - რა ფოტოს აქვეყნებს იმედა ვახტანგიშვილი
პარტია "რეფორმერს“ და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის შშმ პირების პრობლემებზე ურთიერთთანამშრომლობის პლატფორმა დაფუძნდა
"ჩვენი სურვილია, რომ შევცვალოთ ის მძიმე რეალობა , რომელიც დღეს ქვეყანაშია" - თეონა აქუბარდია
ნიკა გვარამიას სპეციალური მიმართვა ოპოზიციურ პარტიებს
დავემშვიდობოთ ბიძინას - ოპოზიციის შემაჯამებელ აქციაზე შეკრებილ ხალხს ბუბა კიკაბიძემ მიმართა
თუ მელია, ხაბეიშვილი ან ბოტკოველი არჩევნებს მოიგებენ, პოლიტიკიდან კობახიძესთან ერთად მდინარაძეც წავა
ლევან კობერიძე - ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ეხება სამედიცინო სფეროს, აუცილებლად მედპერსონალთან და სპეციალისტებთან შეთანხმებით უნდა გაკეთდეს
"დავემშვიდობოთ ბიძინას" - ენმ თბილისში ფართომასშტაბიან აქციას მართავს
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42