“საიტზე საქართველოში გადაღებული პორნოგრაფიაა ატვირთული, მონაწილეები არიან სავარაუდოდ საქართველოს მოქალაქეები” - რა გაარკვია ჟურნალისტმა ბაჩალიაშვილის სამსახურზე
14:38, 07 Aug, 2020     145930
ვახო სანაია ინტერესდება არის თუ არა ქვეყნაში დასჯადი პორნოგრაფიული ვიდეო-მასალის დამზადება და წერს, რომ იმ საიტზე, რომელსაც კომპანია „ზეგ“ დეველოპერულ მხარდაჭერას უკეთებს, პორნოგრაფიულ ვიდეოებში ქართულ ენაზე საუბარი ისმის.

„იურისტები ვინც ხართ, გამარკვიეთ ერთ საკითხში. ვარკვევ და მგონი ცოტა ბუნდოვანია კანონმდებლობა. რამდენიმე შეკითხვას ჩამოვწერ და განვიხილოთ.

საქართველოში პორნოგრაფიული პროდუქციის დამზადება არის თუ არა დასჯადი ? მაგალითად, გადავიღე პორნოგრაფიული ვიდეო, მერე ეს ვიდეო ვინმეს მივყიდე და აიტვირთა უცხოურ საიტზე. არის თუ არა ეს დანაშაული?

საიტზე, რომელსაც კომპანია ,,ზეგ” უწევდა უზრუნველყოფას, სხვა მასალებთან ერთად ატვირთულია საქართველოში გადაღებული პორნოგრაფიაც. ისმის ქართული საუბრები და მონაწილეები არიან სავარაუდოდ საქართველოს მოქალაქეები. თავად ვიყავი შესული ამ საიტზე და დავათვალიერე ყველაფერი.

ასეთ შემთხვევაში, კანონმდებლობით, ეკისრება თუ არა კომპანია ,,ზეგს” რაიმე პასუხისმგებლობა. გასაგებია, რასაც ამბობს ეს კომპანია, რომ მხოლოდ პროგრამულ უზრუნველყოფას უწევდა, მაგრამ შეუძლებელია, ამ კომპანიის თანამშრომლები არ დაინტერესებულიყვნენ, ვის უწევენ უზრუნველყოფას და ამ გვერდზე შესულები არ იყვნენ, არ იცნობდნენ შინაარსს.

თუ საიტზე შესული ხარ, აუცილებლად ძალიან მარტივად ნახავ საქართველოში დამზადებულ პორნოგრაფიულ მასალას. მაინტერესებს, ასეთ შემთხვევაში რა სახით ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა. თუ დანაშაულია აქ პორნოგრაფიის შექმნა და შენ ამას ხედავ უცხოურ საიტზე, გეკისრება თუ არა რაიმე ვალდებულება

მაგალითად, შეატყობინო შესაბამის სტრუქტურებს ? უცხოურმა საიტმა რატომ შეარჩია პროგრამული უზრუნველყოფისთვის კომპანია საქართველოში ? მოკლედ, რადგან მეჩვენება, რომ კანონმდებლობა არ არის მთლად მკაფიო, მაინტერესებს მოსაზრებები, მათ შორის იურისტების. ამ ეტაპზე ეს შეკითხვები მაქვს.

აქვე განმარტების სახით: კომპანია ,,ზეგი: ეკუთვნის ამერიკაში მცხოვრებ აბრაამ რეირბახს. რეირბახსვე ეკუთვნის კომპანია ,,ტროპიკალ ემბისი”. ჩემ მიერ ნახსენები პორნოსაიტი (რომლის მისამართს აქ არ ვწერ) წარმოადგენს ,,ტროპიკალ ემბისის”,“- წერს სანაია.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
სასტიკი მკვლელობა – ორი დღის ჩვილს სახრახნისით 100 ჭრილობა მიაყენეს და ხრამში გადააგდეს
მეტეორის ჩამოვარდნის უიშვიათესი კადრები (ვიდეო)
ძალიან მსუქანი ციყვი, რომელიც ჩიზბურგეს შეექცევა – ვიდეომ ინტერნეტსივრცე მოიარა (ვიდეო)
სახლში ჩაკეტილმა 5 და 7 წლის ძმებმა, ბებიის ცხედართან ერთი კვირა გაატარეს
სასტუმრო „ჰარი პოტერის“ სტილში – ადგილი, სადაც გრიფინდორის მოსწავლედ იგრძნობთ თავს (ფოტო)
ქალი, რომელიც ორი წელი დაკარგულად ითვლებოდა, ზღვაში ცოცხალი იპოვეს (ვიდეო)
"ახალ წელს ქმარმა მიღალატა..." - შორენა ბეგაშვილის ახალი გადაცემა და ემოციური მონოლოგი(ვიდეო)
ავტომობილიდან მოსაშარდად გადასულ 4 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა და ადგილზე დაიღუპა
"დამოუკიდებელ პოლიტიკურ ექსპერტთა ასოციაცის“ განცხადება - ყარაბახის კონფლიქტთან დაკავშირებით
"დამოუკიდებელ პოლიტიკურ ექსპერტთა ასოციაციის“ განცხადება მარნეულში სახელისუფლებო პარტიის მიერ განხორციელებული ძალადობის შესახებ
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42