მამუკა ხაზარაძე - არცერთ გოჯ მიწას არ დავუთმობთ ოკუპანტ ქვეყანას - მათ ქმედებაზე გვექნება შესაბამისი რეაგირება
16:57, 07 Aug, 2020     447


პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ ე.წ საზღვრის პირას მდებარე 70 სოფლის ეკონომიკურ განვითარებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, „ლელო" სერიოზულ ცვლილებებს შეიტანს იმისთვის, რათა ეს სოფლები იყოს მატერიალურად და ტექნიკურად აღჭურვილი და მოსახლეობამ იგრძნოს, რომ მათ უკან დგას სახელმწიფო.

„დღევანდელი დღე ძალიან მძიმეა ჩვენი ქვეყნისთვის. 12 წლის წინ მართლა დიდი ტრაგედია მოხდა. ე.წ საზღვრის პირას მდებარე 70 სოფელი დღეს არის ეკონომიკურად რთულ მდგომარეობაში. მინდა, გაგაცნოთ „ლელოს" პოზიცია ამ სოფლებთან დაკავშირებით, სადაც ჩვენ შევიტანთ ძალიან სერიოზულ ცვლილებას და ეს 70 სოფელი იქნება მატერიალურად, ტექნიკურად აღჭურვილი, რათა მოსახლეობამ იგრძნოს, რომ მათ უკან დგას სახელმწიფო. ამისთვის ჩვენ გვაქვს საკმაოდ სერიოზული პაკეტი, რომ ბრძოლის წინა ხაზზე მყოფი თითოეული ადამიანი, იქნება ეს ახალგაზრდა, თუ მოხუცი, გრძნობდეს, ფინანსურ, მატერიალურ და ტექნიკურ მხარდაჭერას სახელმწიფოს მხრიდან. იქ ცხოვრება დღეს არის გმირობის ტოლფასი. ჩვენ არც ერთ გოჯ მიწას არ დავთმობთ. ეს იქნება პირველი ნაბიჯი და ჩვენება, რომ ნებისმიერი გოჯ მიწაზე, რომელსაც შეეხება ჩვენი ოკუპანტი, გვექნება საკმაოდ სერიოზული რეაგირება - იქნება ეს დიპლომატიური ფორმით, პროტესტით თუ ნებისმიერი სხვა ფორმით,"- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
სასტიკი მკვლელობა – ორი დღის ჩვილს სახრახნისით 100 ჭრილობა მიაყენეს და ხრამში გადააგდეს
მეტეორის ჩამოვარდნის უიშვიათესი კადრები (ვიდეო)
ძალიან მსუქანი ციყვი, რომელიც ჩიზბურგეს შეექცევა – ვიდეომ ინტერნეტსივრცე მოიარა (ვიდეო)
სახლში ჩაკეტილმა 5 და 7 წლის ძმებმა, ბებიის ცხედართან ერთი კვირა გაატარეს
სასტუმრო „ჰარი პოტერის“ სტილში – ადგილი, სადაც გრიფინდორის მოსწავლედ იგრძნობთ თავს (ფოტო)
ქალი, რომელიც ორი წელი დაკარგულად ითვლებოდა, ზღვაში ცოცხალი იპოვეს (ვიდეო)
"ახალ წელს ქმარმა მიღალატა..." - შორენა ბეგაშვილის ახალი გადაცემა და ემოციური მონოლოგი(ვიდეო)
ავტომობილიდან მოსაშარდად გადასულ 4 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა და ადგილზე დაიღუპა
"დამოუკიდებელ პოლიტიკურ ექსპერტთა ასოციაცის“ განცხადება - ყარაბახის კონფლიქტთან დაკავშირებით
"დამოუკიდებელ პოლიტიკურ ექსპერტთა ასოციაციის“ განცხადება მარნეულში სახელისუფლებო პარტიის მიერ განხორციელებული ძალადობის შესახებ
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42