საქართველოს მესამე პრეზიდენტის საგანგებო ჩართვა ჰააგიდან - მსოფლიოს წამყვანმა სპეციალისტებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სფეროში, ჰააგის სასამართლოში 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, დამოუკიდებელი დასკვნა შეიტანეს.
განცხადება ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ჰააგადან, საგანგებო ჩართვის დროს გააკეთა.
მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილი დავალებით, თეა წულუკიანისა და სუს-ის უშუალო მონაწილეობით, წლების განმავლობაში ცდილობდა სწორედ ქართველი ჯარისკაცები დაედანაშაულებინა ომის დანაშაულში.
"საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მიეწოდებინა ისეთი ინფორმაცია, რომელიც გაამტყუნებდა საქარველოს შეიარაღებულ ძალებს და გაამტყუნებდა ქართველ ჯარისკაცებს. პირადად ივანიშვილის დავალებით, სუს-ის მონაწილეობით, მინისიტრმა წულუკიანმა გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ რუსეთის გეგემები აღსრულებულიყო და გამტყუნებულიყო როგორც მინიმუმ ორივე მხარე. ეს არის დიდი შეთქმულება სიმართლის დამალვის კუთხით. მე გადავწყვიტე გამეკეთებინა ის, რაც უნდა გაეკეთებინა ნორმალური ქვეყნის მთავრობას - დახმარებოდა საერთაშორისო საზოგადოებას სიმართლის დადგენაში" ამბობს მიხეილ სააკაშვილი
მასალის გამოყენების პირობები