ჩვენ კვლავ მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს დამოუკიდებლობას - ევროპარლამენტარები
პოლიტიკა - 19:18, 07 Aug, 2020     931

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობათა დელეგაციის თავმჯდომარე, მარინა კალიურანდისა და ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომხსენებელი, სვენ მიქსერი საქართველოს შესახებ წერილს აქვეყნებენ.

წერილში აღნიშნულია, რომ რუსეთის აგრესიიდან 12 წელი გავიდა, მისი გავლენები კი კვლავ იგრძნობა.

"საქართველოს ტერიტორიის 1/5 კვლავ ოკუპირებულია, ათობით ათასი ადამიანი კვლავ ვერ უბრუნდება საკუთარ საცხოვრებელ ადგილს და ეზღუდებათ ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლება. საქართველო კვლავ სხვადასხვა რუსული ჰიბრიდული აქტივობის სამიზნეა, როგორებიცაა სადეზინფორმაციო კამპანიები და კიბერ-შეტევები" -ნათქვამია წერილში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ მოვლენამ მხოლოდ გააძლიერა საქართველოს ევრო-ატლანტიკური სტრუქტურებთან ურთიერთობა და ქვეყანამ თავი დაიმკვიდრა, როგორც ერთ-ერთმა დასაყრდენმა პარტნიორი აღმოსავლეთ სამეზობლოში.

"ევროკავშირთან გაძლიერებულმა თანამშრომლობამ, ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების და ვიზალიბერალიზაციის მეშვეობით საქართველოს მოსახლეობამ პირდაპირი და ხელშესახები სარგებელი მოუტანა" - ვკითხულობთ დოკუმენტში.

განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ აფხაზეთისა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა ვერ იღებს ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებით მიღებულ სარგებელს.

"ჩვენ კვლავ მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოვუწოდებთ რუსეთს, გადადგას ნაბიჯები კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ ", - აღნიშნულია განცხადებაში.

დოკუმენტში საუბარია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობის შესახებაც.

ავტორების მკაფიო გზავნილია, რომ რუსულმა მხარემ უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები და მისცეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ოკუპირებულ ტერიტორიაზე წვდომის უფლება, რუსეთმა შეწყვიტოს უკანონო ბორდერიზაცია და ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დარღვევა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42