ლევან ალაფიშვილი: “კომუნიკაციების შესახებ კანონში” ცვლილებები არაკონსტიტუციურია და ზიანს აყენებს ქვეყანას
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:10, 13 Aug, 2020     713

„კავკასუს ონლაინი“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანაზე აპირებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს. ამის შესახებ კომპანიამ თავისი მოსაზრება უკვე დააფიქსირა და საზოგადოებას გააცნო თავისი ხედვა, თუ რატომ არის „ელექტრონული კომინიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები ანტიკონსტიტუციური და საინვესტიციო გარმოსთვის დამაზიანებელი.

კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი ცხადებს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები არაკონსტიტიციურია.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონი მიღებული არის 2005 წელს და 2020 წლის 1-ელ ივლისამდე კომუნიკაციების კომისიის მხრივ არასდროს დასმულა ოპერატორთა მიმართ სანქციების არაეფექტურობისა და აღსრულების უკიდურესად მძიმე ჩარევის, სპეციალური მმართველის დანიშვნის საჭიროების საკითხი“, – აცხადებს კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი.

მისი თქმით, შემაშფოთებელია, რომ მთავრობა და კომუნიკაციების კომისია კანონპროექტის განმარტებით ბარათში არ მალავენ და ღიად უთითებენ, რომ ეს ცვლილებები საჭიროა ერთი კონკრეტული ოპერატორი კომპანიის მიმართ ღონისძიებების გასატარებლად.

„პრაქტიკაში არის შემთხვევები, როცა კომისიის გადაწყვეტილების აღსრულება დაკავშირებულია ადრესატის უშუალო ქმედებასთან და მხოლოდ მას შეუძლია მისი აღსრულება და აღსრულების ყველა სხვა საშუალება არაეფექტურია. მაგალითად, ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის მიერ მისი პირდაპირი ან არაპირიდაპირი წილების/აქციების კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე გაყიდვის შემთხვევაში (რაც აკრძალულია და ბათილია „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის 25-ე – 27-ე მუხლების მიხედვით), კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ პირს მოსთხოვოს კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე განხორციელებული ტრანზაქციის შებრუნება და წილის/აქციის გასხვისებამდე არსებული პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა“,– მითითებულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ლევან ალაფიშვილიც აცხადებს, რომ ეს გარემოება, რომ კანონის ცვლილება და კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილების გაფართოება კონკრეტული კომპანიის, „კავკაზუს ონლაინი“-ს მიმართ განხორციელდა, დაადასტურა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემაც.

2020 წლის 17 ივლისს, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, არსებული საკანონმდებლო ჩარჩო არ აღმოჩნდა საკმარისი კომპანიის ქმედებების აღსაკვეთად, ამიტომაც შევიდა კანონში ცვლილებები.

„მთავარი პრობლემა იყო ის, რომ არსებობდა კომპანია, რომელმაც ქვეყნის ინტერესების გათვალისწინების გარეშე განახორციელა ქმედება და არსებული კანონით გათვალისწინებული ზომები არ აღმოჩნდა საკმარისი ამ ქმედების აღკვეთისთვის. არსებობდა უფრო მკაცრი ზომა, რომელსაც ჰქვია ლიცენზიის შეჩერება, მაგრამ მას მოჰყვება ცუდი შედეგები მოსახლეობისთვის. ამიტომ მარეგულირებელმა გადაწყვიტა შემოეტანა შედარებით რბილი ზომა, რომ ეს პრობლემა მოეგვარებინა”, – განაცხადა რომან კაკულიამ.

2020 წლის 17 ივლისსვე, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონი („კანონი“). პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი კანონი მაცნეში იმავე დღეს გამოქვეყნდა და დღეს უკვე კანონი მოქმედია.

კითხვაზე, რა განაპირობებს კანონის ანტიკონსტიტუციურობას, ლევან ალაფიშვილმა განაცხადა:

“კანონპროექტით გათვალისწინებულია დროებითი მმართველის დანიშვნის პირობა: თუკი მანამდე კომისიას ოპერატორის მიმართ გამოყენებული აქვს სანქციები, ჯარიმის ჩათვლით. კანონპროექტი არ ითვალისწინებს შემთხვევას, როცა მანამდე გამოყენებული სანქციები ოპერატორს გასაჩივრებული აქვს სასამართლოში. ანუ გამოდის რომ კომისიას შეუძლია არ დაელოდოს გამოყენებულ სანქციებზე სასამართლო დავის დასრულებას და დანიშნოს დროებითი მმართველი, რომელიც აღასრულებს კომისიის იმ გადაწყვეტილებას რომელზეც ოპერატორი სასამართლოში დავობს, რომლის კანონიერება ჯერ დადასტურებული არ არის. გამოდის, რომ სასამართლო განხილვების დასრულებისთვის კომისიის სადავო გადაწყვეტილება უკვე აღსრულებული იქნება ისე როგორც კომისიის სურვილი იყო. ამდენად, დავის სასამართლო განხილვა აზრს კარგავს. ეს კი ნიშნავს კონსტიტუციით დაცული სამართლიანი სასამართლოს და დაცვის უფლების უგულებელყოფას.

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, მთავრობისა და პარლამენტის ერთობლივი ძალისხმევით სერიოზული ზიანი მიადგა არა მხოლოდ ერთ ოპერატორს, არამედ ქვეყანას.” – აცხადებს ლევან ალაფიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ჟორჟოლიანი კიკაბიძის რუსულად სიმღერაზე: ფონოგრამა აირია, სცენიდან გაოგნებულმა გამოიხედა
"გიორგი ვაშაძე არის უალტერნატივო ლიდერი, რომელმაც მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში შეძლო და შექმნა ღირსეული და წარმატებული რეფორმები" - თაკო ჩარკვიანი
ამ არჩევნების სანდოობა ისეა მნიშვნელოვანი, როგორც არასდროს - სენატორი ჯიმ რიში
"ბატონო ბიძინა, შეხედე ამ ხალხს, ეს ხალხი დაბადებულია გამარჯვებისთვის"- ხაბეიშვილი
“ჩვენ ბიძინა ივანიშვილს ამ ბრძოლას მოვუგებთ!" - ანი მიროტაძე
პარტია "რეფორმერის“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხატია ქობალია : სტუდენტური თვითთმმართველობების დღევანდელი მოდელი სისტემის მოძველებული ფორმაა, რომელიც უნდა შეიცვალოს
"გაერთანებული ოპოზიცია არცევნებზე მიდის გაანალიზებული შეცდომებით, შეგნებული გამოცდილებით, მომავლის გეგმებით" - გრიგოლ ვაშაძის მიმართა მხარდამჭერებს
31 ოქტომბერს ყველა ერთად საქართველოს ისტორიის ახალ ფურცელს დავწერთ - ზაალ უდუმაშვილი
თავისუფლება, თავისუფლება, თავისუფლება... მოდით, კობახიძეს 31 ოქტომბერს მოვთხოვოთ პოლიტიკიდან წასვლა - ნიკა მელია
ქართული სისხლის გიჩქეფთ ძარღვებში, რომელსაც ოლიგარქატი ვერ დააშრობს - ნიკა მელია
ხატია წერეთლის შეყვარებული დაქორწინდა? - რა ფოტოს აქვეყნებს იმედა ვახტანგიშვილი
პარტია "რეფორმერს“ და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის შშმ პირების პრობლემებზე ურთიერთთანამშრომლობის პლატფორმა დაფუძნდა
"ჩვენი სურვილია, რომ შევცვალოთ ის მძიმე რეალობა , რომელიც დღეს ქვეყანაშია" - თეონა აქუბარდია
ნიკა გვარამიას სპეციალური მიმართვა ოპოზიციურ პარტიებს
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42