რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდმა მიაღწია შეთანხმებას ინდურ მწარმოებლებთან, რომლის თანახმადაც ადგილზე რუსული ანტიკორონავირუსული პრეპარატის SPUTNIK-V-ის წარმოება უნდა მოხდეს ადგილობრივ დონეზე. შეთანხმების თანახმად, ინდოეთი დაამზადებს 300 მილიონ ანტიკორონავირუსული პრეპარატის დოზას.
ამავე შეთანხმების თანახმად ირკვევა, რომ რუსეთი ანტიკორონავირუსული ვაქცინის 200 მილიონი დოზით მოამარაგებს ლათინური ამერიკისა და ინდოეთის ჯანდაცვის სისტემებს. ამის შესახებ წერს REUTERS-ი.
რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის თქმით, საერთო ჯამში ოფიციალურ მოსკოვს 1 მილიარდამდე ანტიკორონავირუსული დოზა შეუკვეთეს. ვაქცინის მიწოდება ინდოეთისთვის, სადაც 1.3 მილიარდი ადამიანი ცხორობს დაიწყება 2020 წლის ბოლოსთვის.
რუსეთის ჯანდაცვის უწყების განცხადებით, ვაქცინის დამზადების მე-3 ფაზა მიმდინარეობს, სადაც სულ მცირე 40 000-მდე ადამიანი იღებს კვლევებში მონაწილეობას. ვაქცინის საბოლოო და პირველადი შედეგები ცნობილი იქნება ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბერში. ამ დრომდე უცნობია რუსული ვაქცინის ფასი.
მასალის გამოყენების პირობები