გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა. კოვიდ19 სამ არასრულწლოვანს დაუდასტურდა. "ნიუპოსტის" კორესპონდენტის ცნობით, ინფორმაცია გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, სიმონ გულედანმა ცოტა ხნის წინ დაადასტურა. მისი განცხადებით, დღეს დილით დადასტურებული სამივე შემთხვევა ორი დღის წინ კოვიდ19-თ ინფიცირებული ქალის კონტაქტებია. 11 და 14 წლის ბავშვები, რომლებსაც ვირუსი დღეს დაუდასტურდათ, ცხელების ცენტრში დადასტურებული ქალის შვილები არიან, ხოლო კიდევ ერთი 6 წლის მოზარდი, ოჯახის ახლობელია. ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. ეპიდემიოლოგები აგრძელებენ გორის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, ტირძნისსა და ქიწნისში ეპიდკვლევას და შესაძლო კონტაქტების დადგენას.
რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ სულ 175 ნიმუში იყო გაგზავნილი და მხოლოდ 3 დადებითი აღმოჩნდა.
მასალის გამოყენების პირობები