თიბისის მხარდაჭერით თბილისში ვეგანური კაფე SEED გაიხსნა
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:55, 18 Sep, 2020     482

თიბისის პროგრამა „სტარტაპერის" მხარდაჭერით, თბილისში, გ.ტაბიძის 24 ნომერში ცოტა ხნის წინ ახალი ვეგანური კაფე - SEED გაიხსნა, რომელიც გამორჩეული ადგილია ჯანსაღი და გემრიელი კერძების, სასიამოვნო გარემოსა და ახალი გემოების აღმოჩენის მოყვარულებისთვის. SEED-ის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ გემრიელი კერძების დაგემოვნებასთან ერთად, მას საგანმანათლებლო ფუნქციაც აქვს - აქ სტუმრებს დამფუძნებლები დეტალურად აცნობენ თითოეული კერძის შექმნის ისტორიას და მისი მომზადების პრინციპებს.

"სიჯანსაღე ჩვენი აღქმით, გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ კონკრეტული სახის დიეტა ან ვარჯიში. ეს არის მთლიანი ცხოვრების სტილი. ჩვენი მთავარი მისიაა ადამიანების ცხოვრების ტრანსფორმაციაში შევიტანოთ თუნდაც ძალიან მცირე როლი. ვაჩვენოთ ყველას, რომ ვეგანური სამზარეულო არც რაიმე დიეტის ჩამნაცვლებელია და არც რომელიმე კერძის კონკურენტი", - ამბობს SEED-ის დამფუძნებელი, ლაშა ყანჩაველი.

Seed-ის მენიუ ჯანსაღი, მრავალფეროვანი და განსხვავებულია. ამჟამად კომპანიის გარშემო 6 ადამიანი ერთიანდება. გუნდის მიზანი კი მომხმარებლისთვის განსაკუთრებული კერძების მომზადება და შეთავაზებაა.

SEED-ის დამფუძნებლები ამბობენ, რომ წინ დიდი გეგმები აქვთ. უახლოეს მომავალში კომპანია Glovo-სა და Wolt-ზეც გამოჩნდება, რაც მომხმარებელს ვეგანური კერძების სახლიდან გაუსვლელად დაგემოვნების შესაძლებლობას მისცემს.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ჟორჟოლიანი კიკაბიძის რუსულად სიმღერაზე: ფონოგრამა აირია, სცენიდან გაოგნებულმა გამოიხედა
"გიორგი ვაშაძე არის უალტერნატივო ლიდერი, რომელმაც მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში შეძლო და შექმნა ღირსეული და წარმატებული რეფორმები" - თაკო ჩარკვიანი
ამ არჩევნების სანდოობა ისეა მნიშვნელოვანი, როგორც არასდროს - სენატორი ჯიმ რიში
"ბატონო ბიძინა, შეხედე ამ ხალხს, ეს ხალხი დაბადებულია გამარჯვებისთვის"- ხაბეიშვილი
“ჩვენ ბიძინა ივანიშვილს ამ ბრძოლას მოვუგებთ!" - ანი მიროტაძე
პარტია "რეფორმერის“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხატია ქობალია : სტუდენტური თვითთმმართველობების დღევანდელი მოდელი სისტემის მოძველებული ფორმაა, რომელიც უნდა შეიცვალოს
"გაერთანებული ოპოზიცია არცევნებზე მიდის გაანალიზებული შეცდომებით, შეგნებული გამოცდილებით, მომავლის გეგმებით" - გრიგოლ ვაშაძის მიმართა მხარდამჭერებს
31 ოქტომბერს ყველა ერთად საქართველოს ისტორიის ახალ ფურცელს დავწერთ - ზაალ უდუმაშვილი
თავისუფლება, თავისუფლება, თავისუფლება... მოდით, კობახიძეს 31 ოქტომბერს მოვთხოვოთ პოლიტიკიდან წასვლა - ნიკა მელია
ქართული სისხლის გიჩქეფთ ძარღვებში, რომელსაც ოლიგარქატი ვერ დააშრობს - ნიკა მელია
ხატია წერეთლის შეყვარებული დაქორწინდა? - რა ფოტოს აქვეყნებს იმედა ვახტანგიშვილი
პარტია "რეფორმერს“ და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის შშმ პირების პრობლემებზე ურთიერთთანამშრომლობის პლატფორმა დაფუძნდა
"ჩვენი სურვილია, რომ შევცვალოთ ის მძიმე რეალობა , რომელიც დღეს ქვეყანაშია" - თეონა აქუბარდია
ნიკა გვარამიას სპეციალური მიმართვა ოპოზიციურ პარტიებს
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42