პარტია "რეფორმერი" სტუდენტების სწავლის საფასურის გაუქმებას ითხოვს და პეტიციას აქვეყნებს
პოლიტიკა - 19:17, 18 Sep, 2020     582

პარტია "რეფორმერის" თავმჯდომარემ თორნიკე ჯანაშვილმა სტუდენტების სწავლის საფასურისგან გათავისუფლების პეტიცია წარადგინა. "რეფორმერი" მოუწოდებს მთავრობას, სახელმწიფომ 2020-2021 წელს სწავლის საფასურისგან გაათავისუფლოს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების ყველა სტუდენტი, ვისაც არ შეეხო მთავრობის ინიციატივა.

თორნიკე ჯანაშვილი, პარტია "რეფორმერის"თავმჯდომარე: კორონაპანდემიამ უკიდურეს გაჭირვებაში ჩააგდო ჩვენი მოსახლეობა, პანდემია შეეხო ყველა სოციალურ ფენას. თითქმის არ არსებობს ოჯახი, რომლის ერთი წევრი მაინც არ დარჩა უმუშევარი, არ შეუჩერდა ბიზნეს - საქმიანობა და არ შეუმცირდა შემოსავალი.

პანდემიამ პრობლემები შეუქმნა სტუდენტებს. უმუშევარი და შემოსავლის გარეშე დარჩა ბევრი სტუდენტი, მათ შორის, ვინც დასაქმებული იყვნენ მომსახურების სფეროებში. ეკონომიკური კრიზისი შეეხო მათ ოჯახებს, ისინი ვეღარ უზრუნველყოფენ შვილებისთვის სწავლის გადასახადს, რაც მათ ამ პირობებში, როგორც ფინანსურ, ასევე ფსიქოლოგიურ ტვირთად დააწვათ.

ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით და მოვითხოვთ მთავრობისგან, 2020-2021 სასწავლო წელს სწავლის საფასურისგან სრულად გაათავისუფლოს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელების ყველა სტუდენტი, რადგან პრემიერ- მინისტრის ინიციატივა სტუდენტების დაფინანსებასთან დაკავშირებით შეეხო მხოლოდ გარკვეულ კატეგორიას.

როგორც "რეფორმერში" აცხადებენ, სახელმწიფოს მიდგომა ყველა სტუდენტთან მიმართებით, რომ იყოს სამართლიანი, მთავრობა ვალდებულია სწავლის გადასახადი დაუფაროს, სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელების ყველა სტუდენტს, ვისაც არ შეეხო მთავრობის ინიციატივა.

"სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სწავლის გადასახადის გადახდა ბიუჯეტიდან. ბიუჯეტს აქვს რესურსი, რომლის ამ მიმართულებით გამოყენებაც უნდა მოხდეს - აცხადებს პარტია "რეფორმერის" თავმჯდომარე თორნიკე ჯანაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
კორონავირუსმა კიდევ ერთი ექიმის სიცოცხლე იმსხვერპლა
პარლამენტთან "ენმ"-ს წევრი, გიორგი კაპანაძე დააკავეს - მან პოლიციელებს მონა უწოდა
შემზარავი ავარია რუსთავში - დაშავებულებს შორის მცირეწლოვანი ბავშვები არიან
"1 კვირაა ვიქირავე ბინა, სახლში ვერ წავალ, ოჯახის ექიმი არც კი შემხმიანებია, მინდოდა მე დამერეკა მათ კი არასწორი ნომერი მომცეს... ძალიან სუსტად ვარ" - კოვიდინფიცირებული
პატარა ელენეს საზოგადოების დახმარება სჭირდება - ის უკვე მეორედ ებრძვის ვერაგ დაავადებას, ლეიკემიას
პლებისციტი დროის გაყვანა და "ოცნების" თამაშია - ბესელია
საზარელი ავარია - გორის გვირაბთან 2 ავტომობილი თხრილში გადავარდა
რაც ახლა ხდება, დიდწილად ზურა ჯაფარიძის დამსახურებაა- გოგა ხაჩიძე
საჩხერის კლინიკა ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტებზე გადავიდა
ჰერმან საბო და ლევან ჯგერენაია "გირჩის" დაპირისპირებულ მხარეებს შუამავლობას სთავაზობენ - რას პასუხობს შეთავაზებაზე ზურაბ ჯაფარიძე
ტრაპიზონთან მომხდარ ავარიას საქართველოს მოქალაქე , 40 წლის მამაკაცი ემსხვერპლა
"რიგგარეშე არჩევნები ყველანაირი ფორმით მიუღებელია" - გია ვოლსკი
"ორ მილიონამდე თანამოქალაქის არჩევანს ეჭვქვეშ ვერ დავაყენებთ ,განმეორებითი არჩევნები და მასთან დაკავშირებული რაიმე საკითხი ჩვენი მხრიდან არ განიხილება "- არჩილ თალაკვაძე
"მიცვალებული მოკვდა თუ არა ამისთვის ოჯახში გამოკითხვის ჩატარება ზედმეტია" - ნათელაშვილი პლებისციტზე
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42