ინფიცირების მაშინდელი 20 შემთხვევა, დღევანდელ გაზრდილ შემთხვევებზე გაცილებით შემაშფოთებელი იყო, ამოუცნობ პრობლემასთან გვიწევდა გამკლავება - ნათია თურნავა
საზოგადოება - 20:46, 18 Sep, 2020     1391

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეტალურად განმარტა, თუ რატომ მიიღო ხელისუფლებამ მკაცრი ზომები ინფიცირებულთა ნაკლები რიცხვის შემთხვევაში და ახლა, ინფიცირებულთა გაზრდილი მაჩვენებლის მიუხედავად, რატომ ამუშავებს ეკონომიკას.

ამ საკითხზე პასუხი ნათია თურნავამ ფრაქცია „ევროპული საქართველოს" წევრის, სერგი კაპანაძის კითხვას გასცა. ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, თავის დროზე, როდესაც დაიწყო პანდემია და არავინ იცოდა მსოფლიოში, თუ რასთან გვქონდა საქმე და როგორ უნდა გამკლავებოდნენ ამ გამოწვევას, მთავრობას რომ არ მიეღო ის მკაცრი ზომები, რაც მიიღო, რა თქმა უნდა, საქართველო ვერ იქნებოდა ქვეყანა, სადაც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ანტიპანდემიური ღონისძიებები გატარდა.

„სიკვდილიანობის მაჩვენებლით ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მქონე ქვეყანა ვართ. მაშინდელი 20 შემთხვევა მთელი მსოფლიოსთვის გაცილებით უფრო შემაშფოთებელი იყო და მათ შორის საქართველოსთვის, იმიტომ, რომ ამოუცნობ პრობლემასთან და გამოწვევასთან გვიწევდა გამკლავება, ვიდრე დღევანდელი საქართველოსთვის თუნდაც 150 ან 160 შემთხვევა, რომლებსაც ჩვენ ყოველგვარი პანიკის გარეშე, აუღელვებლად, დღეს მხოლოდ წერტილოვანი ზომების მეშვეობით ვმართავთ, რადგან გვაქვს უფრო მეტი მომზადება, უფრო მეტი ცოდნა, მართვის სხვადასხვა ბერკეტი ამოქმედებული, ტესტირება და მართვის შესაძლებლობები ჯერადობით გაზრდილი", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, ამიტომაც დღეს, თუნდაც ინფიცირების მეტი მაჩვენებლის შემთხვევაში თამამად შეიძლება ითქვას, რომ გადავედით ადაპტაციის პერიოდზე. „და როგორც არ უნდა დაგვისვათ კითხვა, არ შევზღუდავთ ეკონომიკას - ეკონომიკა იმუშავებს", - განაცხადა მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42