მამუკა ხაზარაძე პარტიული სიის პირველ 25 წევრს უახლოეს მომავალში დაასახელებს
პოლიტიკა - 12:59, 20 Sep, 2020     911

"ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, ვინ იქნებიან ის ადამიანები, რომლებსაც საკუთარი და ქვეყნის ბედს ანდობენ"- ამის შესახებ "ლელოს" თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მისი თქმით, უახლოეს პერიოდში ფართო საზოგადოებას სიის იმ პირველ 25 წევრს და ჩრდილოვან კაბინეტს წარუდგენს, რომელიც სამომავლოდ ლელოს "მარშალის გეგმას" განახორციელებენ.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, "ლელომ" დადო რეალური პროგრამა არა ლოზუნგებით, არამედ რეალური ნაბიჯებით, როგორ მიიღწევა კეთილდღეობა, პროგრამის განხორციელებისთვის კი პარტიას მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი ჰყავს.


"იმ პროგრამას, რომელიც ჩვენ გვაქვს, სჭირდება, განმახორციელებელი გუნდი, ე.წ ჩრდილოვანი კაბინეტი. ამომრჩეველს სჭირდება, ნახოს ის მენეჯმენტი, რომელსაც ის ქირაობს, როგორც გადასახდის გადამხდელი და რომელიც ანდობს მომავალ 4 წლით საკუთარ ბედს. ჩვენ ასევე უახლოეს მომავალში წარმოვადგენთ სიას და შემადგენლობას, რომ ხალხმა იცოდეს, ვინ იქნება ის პირველი 25 ადამიანი, რომელიც საკანონმდებლო მხარდაჭერას გაუკეთებს ამ რეფორმებს. რეფორმები ძალიან მკაფიოდ გვაქვს გაწერილი. პირველ ას დღეში მოხდება ინიცირება ყველა საკანონმდებლო აქტის და კანონპროექტების, რომელიც ჩვენს რეფორმებს სჭირდება, 300 დღეში წარვადგენთ ლელოს "მარშალის გეგმის" პირველ შედეგებს, ხოლო 4 წელიწადში ჩვენი რეკონსტრუქციის გეგმის მთლიან შედეგებს. 4 წელიწადში დავასრულებთ იმ საფუძვლის მშენებლობას, რომელიც არ აშენებულა საქართველოში ბოლო30 წლის განმავლობაში. ვქმნით საშუალო ფენას სტაბილური შემოსავლით და ყველა იმ ძირითად სვეტს: ფინანსურ, სამართლებრივ, ინფრასტრუქტურულ და ლოჯისტიკურ, ციფრულ ჰაბს, ენერგეტიკულ ჰაბს, ყველაფერს, რაც კი ჩვენს პროგრამაშია. ამას საფუძველს ვუყრით 4 წლის განმავლობაში და სწორედ ამის შემდეგ იწყება საქართველოს ეკონომიკის შეუქცევადი ზრდა,"-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42