„ თუ ქვეყანაში ფორს-მაჟორია, თუ ვირუსი მძვინვარებს, მაშინ ფორს მაჟორი უნდა გამოცხადდეს მცირე მეწარმეებთან მიმართებაშიც და ადამიანები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ!
მცირე სასტუმროების მეპატრონეებს იმ დრომდე უნდა გადაუვადდეთ გადასახადი, სანამ არ აღდგება ის სიტუაცია, რაც იყო კორონამდე საქართველოში!“ - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე და იმ უმძიმეს სურათზე და პრობლემებზე საუბრობს, რაც განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში ტრიალებს და განსაკუთრებით ტურისტული სეზონის ჩავარდნის შედეგად.
„ ხელისუფლება ვითომ პროცენტების რაღაც ნაწილი სუბსიდირების ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ შედეგად მივიღეთ ის, რომ აქიდანაც სარგებელს ისევ კომერციული ბანკები მიიღებენ.
რადგან, 1. ადამიანი, რომელიც 200 ლარიან დახმარებას იღებს, 6 თვის თავზე ბანკი საპროცენტო განაკვეთს 9%-დან 13%-მდე უზრდის!
2. თუ სექტემბრის ბოლოს არ აქვს ადამიანს ვალდებულების გადახდის საშუალება, ნოემბრის ბოლოს როგორ ექნება, თან გაზრდილის?!“ - აცხადებს ჭიჭინაძე
და ამ და არა მარტო ამ კონკრეტული ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად საზოგადოებას საქართველოს რეფორმატორთა კავშირში გაერთიანებული ეკონომისტების და მეცნიერთა ჯგუფის მიერ შემუშავებულ პრობლემების მოგვარების გზე
როგორ დავძლიოთ ის უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი, რაც დღეს საქართველოში გვაქვს. ამასთან დაკავშირებით, პოლიტიკურ მოძრაობა „დავით ჭიჭინაძე-ტრიბუნას“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს რეფორმატორთა კავშირს“, თავმჯდომარე ანზორ საკანდელიძე, შორის გაფორმდა მემორანდუმი.
სადაც არის საკითხები, რომლის შესახებაც ჯერ არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ განუცხადებია თავის წინასაარჩევნო პროგრამაში და რომელიც სამ უმთავრეს პრობლემას მოიცავს:
1. მცირემეწარმეობა -ანუ დასაქმება;
2. სახელმწიფოს მიზეზით დაზრალებულთა, მილიარდობის ლარის ზარალის კომპენსაცია და ადგილობრივ ინვესტიციებად გარდაქმნა, რის ხარჯზე საქართველოში მცირე მეწარმეობის აღმავლობა დაიწყება;
3. უკონტროლო მშენებლობის წინააღმდეგ პრობლემების მოგვარება.
დავით ჭიჭინაძის განცხადებით, პარტია იღებს ვალდებულებას, რომ საქართველოს პარლამენტში აუცილებლად მოახდენს ამ კანონის ინიცირებას და მაქსიმალური მხარდაჭერის უზრუნველყოფას
მასალის გამოყენების პირობები