გიორგი ვაშაძემ "სტრატეგია აღმაშენებლის" ქუთაისის მერობის კანდიდატად ანდრო ლოსაბერიძე წარადგინა
პოლიტიკა - 19:53, 20 Sep, 2020     480

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ამ წუთებში ქუთაისში მერობის კანდიდატს წარადგენს. ქალაქის მერობის კანდიდატი პარტიიდან ანდრო ლოსაბერიძე იქნება. ვაშაძემ საუბრისას ყურადღება ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ საქართველოს 220 000-მა მოქალაქემ სამუშაო ადგილი დაკარგა, ამ ყველაფრის ფონზე კი ადამიანებს მაღალ პროცენტიანი სესხების გადახდა უწევთ. სიტყვით გამოსვლისას გიორგი ვაშაძემ იმ სტრატეგიებზე ისაუბრა რაც პარტიას ჯერ კიდევ გასული წლიდან ჰქონდა შემუშავებული. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით არჩევნების შემდეგ როდესაც ქვეყნის პრემიერ მინისტრი გახდება ქვეყანაში 300 000-მდე სამუშაო ადგილები შეიქმნება.


„სტრატეგია აღმაშენებლის"გუნდი არის გუნდი, რომელიც ქვეყანას აღმშენებლობას და საქმის კეთებას სთავაზობს. ჩვენ გვაქვს ქუთაისის და იმერეთის განვითარების გეგმა და ქუთაისს მინდა წავუდგინო ღირსეული კანდიდატი ანდრო ლოსაბერიძე, ახალგაზრდა მშრომელი ადამიანი განათლებით ინჟინერ-ეკონომისტი, რომელსაც აქვს ამერიკული განათლება მიღებული რედ კორპორაციის მიერ გაკეთებული პროექტებიდან გამომდინარე, აქვს დიდი გამოცდილება მშენებლობის და მთელი ქუთაისი არის ამის მაგალითი, რომლის რეაბილიტაციაც სამწუხაროდ გააჩერეს და არის ჩვენი მძლავრი თანაგუნდელი, რომელთან ერთადაც ჩვენ აუცილებლად დავიწყებთ აღმშენებლობის პროცესს ქუთაისიდან და იმერეთიდან.ანდრო ლოსაბერიძეა ის ადმიანი, რომელიც ყველა ქუთაისელს და ყველა ადამიანს დაუდგება გვერდში და სრულიად სხვა პერსპექტივას მისცემს ჩვენს ახალგაზრდა, პროფესიონალ გუნდთან ერთად ამ ქალაქს. ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული არჩევნები 31 ოქტომბერს, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა გადაწყვიტოს ჭაობი თუ განვითარება, ფუქსავატობა თუ წინსვლა, უპერსპექტიობა, მუდმივი ტყუილი თუ დღედაღამე მუშაობა და ხალხის კეთილდღეობა და რაც მთავარია ეს არის რეფერენდუმი პროდასავლური, ძლიერი სახელმწიფო თუ რუსული ჰიბრიდული ომის ყველაზე დიდი იარაღის, „ქართული ოცნების" მიერ ნამართავი საქართველო, რომელსაც კავშირი არ აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ აღმშენებლობით ქუთაისიდან კვლავ გავაერთიანებთ საქართველოს, გავაძლიერებთ და იქნება საქართველო რეგიონის ლიდერი სახელმწიფო, რომლის მოქალაქეებიც იამაყებენ და ხმამაღლა იტყვიან მთელს მსოფლიოში „ მე საქართველოს მოქალაქე ვარ და მეამაყება ჩემი ქვეყნის მოქალაქეობა" - გიორგი ვაშაძე





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
"გიორგი ვაშაძე არის უალტერნატივო ლიდერი, რომელმაც მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში შეძლო და შექმნა ღირსეული და წარმატებული რეფორმები" - თაკო ჩარკვიანი
ამ არჩევნების სანდოობა ისეა მნიშვნელოვანი, როგორც არასდროს - სენატორი ჯიმ რიში
"ბატონო ბიძინა, შეხედე ამ ხალხს, ეს ხალხი დაბადებულია გამარჯვებისთვის"- ხაბეიშვილი
“ჩვენ ბიძინა ივანიშვილს ამ ბრძოლას მოვუგებთ!" - ანი მიროტაძე
პარტია "რეფორმერის“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხატია ქობალია : სტუდენტური თვითთმმართველობების დღევანდელი მოდელი სისტემის მოძველებული ფორმაა, რომელიც უნდა შეიცვალოს
"გაერთანებული ოპოზიცია არცევნებზე მიდის გაანალიზებული შეცდომებით, შეგნებული გამოცდილებით, მომავლის გეგმებით" - გრიგოლ ვაშაძის მიმართა მხარდამჭერებს
31 ოქტომბერს ყველა ერთად საქართველოს ისტორიის ახალ ფურცელს დავწერთ - ზაალ უდუმაშვილი
თავისუფლება, თავისუფლება, თავისუფლება... მოდით, კობახიძეს 31 ოქტომბერს მოვთხოვოთ პოლიტიკიდან წასვლა - ნიკა მელია
ქართული სისხლის გიჩქეფთ ძარღვებში, რომელსაც ოლიგარქატი ვერ დააშრობს - ნიკა მელია
ხატია წერეთლის შეყვარებული დაქორწინდა? - რა ფოტოს აქვეყნებს იმედა ვახტანგიშვილი
პარტია "რეფორმერს“ და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის შშმ პირების პრობლემებზე ურთიერთთანამშრომლობის პლატფორმა დაფუძნდა
"ჩვენი სურვილია, რომ შევცვალოთ ის მძიმე რეალობა , რომელიც დღეს ქვეყანაშია" - თეონა აქუბარდია
ნიკა გვარამიას სპეციალური მიმართვა ოპოზიციურ პარტიებს
დავემშვიდობოთ ბიძინას - ოპოზიციის შემაჯამებელ აქციაზე შეკრებილ ხალხს ბუბა კიკაბიძემ მიმართა
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42