აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო- "მოკლული და დაჭრილია 2300-მდე სომეხი ჯარისკაცი, დამწვარია ასეულობით სამხედრო ტექნიკა" (ვიდეო)
მსოფლიო - 11:45, 30 Sep, 2020     3422

აზერბაიჯანული არმია ყარაბაღში შეტევით ოპერაციებს აქტიურად აგრძელებს, სრული მასშტაბით ჩართულია საარტილერიო და სახმელეთო დანაყოფები. იყენებენ მსხვილკალიბრიან სარაკეტო და საარტილერიო ქვემეხებს, 203 მმ-იანი პიონისა და ზალპური რეაქტიული სისტემა სმერჩ-ების ჩათვლით.

სამხედრო უწყების ოფიციალური პირთა ცნობით, სულ დაჭრილთა და დაღუპულთა რაოდენობა სომეხთა მხარეს 2300 ჯარისკაცს შეადგენს, აგრეთვე განადგურებულია 130 ტანკი, 25-მდე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, 50-მდე ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსი და იარაღის 5 საწყობი.

აზერბაიჯანული მხარე აგრეთვე იუწყება სომხური მე-3 მოტომსროლელი პოლკის, მარტუნის განადგურების შესახებ, რომელიც ხოჯავენის რაიონში იყო დისლოცირებული.

„ შეტევის შედეგად მტერმა უდიდესი დანაკარგები მიიღო, ტექნიკა დამწვარია, პოლკი კი მთლიანად განადგურებულია. აღნიშნული განადგურებული სამხედრო ნაწილის მეთაურობამ სთხოვა სარდლობა სატრანსპორტო საშუალებები მიაშველონ, რათა მოახდინონ დაღუპულთა და დაჭრილთა ევაკუაცია“ - განაცხადა აზერბაიჯანის არმიის პრეს-სპიკერმა, ვაგიფ დარგჰალმა.

თავდაცვის სამინისტრო საკუთარ იუთუბ გვერდზე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ასახულია უპილოტო კამიკაძე დრონებით სომეხთა სამხედრო ტექნიკის, მათ შორის ტანკების განადგურების კადრები. აღნიშნული შეტევის შედეგად ტ-72-ის ტიპის 5 ტანკი სრულად იქნა განადგურებული.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42