სომხეთის თქმით, მოსკოვი-ერევანი-ბაქოს სამიტის გამართვას აღნიშნულ საომარ ვითარებაში აზრი არააქვს. ამის შესახებ განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა.
„ინტენსიური საომარი მოქმედებების განმავლობაში, მოუხერხებელია სომხეთ-აზერბაიჯან-რუსეთის სამიტზე სასაუბროდ. მოლაპარაკებებისთვის საჭიროა შესაბამისი ატმოსფერო და მდგომარეობები“- აღნიშნა ფაშინიანმა.
სომხეთის პირველმა პირმა მედიასთან ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ იგი ყოველთვის მზად იყო სამშვიდობო მოლაპარაკებაზე ყარაბაღის პრობლემასთან დაკავშირებით, მაგრამ მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ სომხეთი ან ყარაბაღი მზადაა გადაწყვიტონ საკითხი ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების ხარჯზე.
შეგახსენებთ, რომ 30 სექტემბრის მდგომარეობით, ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ამ დრომდე სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს კონფლიქტის ზონაში- ორივე მხარე ინტენსიურად იყენებს საარტილერიო დანადგარებსა და უპილოტო საფრენ აპარატებს.
მასალის გამოყენების პირობები