საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, მამა ანდრია ჯაღაიძის განცხადებით, დავით გარეჯის მიწებთან დაკავშირებით, საზღვრის სადემარკაციო-სადელიმიტაციო საკითხზე, წინა კომისია "ძალიან საეჭვოდ მუშაობდა".
ჯაღმაიძის თქმით, ძველი კომისიის მუშაობის შედეგად ყველა სადავო საკითხი აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საქართველოს საწინააღმდეგოდ გადაწყდა.
"ძველი კომისია, რომელიც მუშაობდა, მუშაობდა არაეფექტურად და ჩვენ ვამბობდით, რომ საეჭვო დასკვნები დადო იმ კომისიამ და როგორც იკვეთება პროკურატურის განცხადებიდან, სწორედ ამ საკითხს ეხება ეს ძიება. სანამ პროკურატურა გააკეთებდა განცხადებას, მთელი წელი ვამბობდით, რომ წინა კომისია რომელიც ახლა მადლობა ღმერთს შეცვლილია, მუშაობდა ძალიან საეჭვოდ" - ამბობს საპატრიარქოს პრესსპიკერი.
მასალის გამოყენების პირობები