"ეს არის რუსეთის სპეცოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ, მისი ერთ–ერთი შემსრულებელი, თავდაცვის მინისტრი იქნება ევაკუირებული საქართველოდან" – შაშკინი ე.წ. გარეჯის საქმეზე
პოლიტიკა - 15:55, 16 Oct, 2020     1904
ე.წ. დავით გარეჯის საქმე – "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი დიმიტრი შაშკინი საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშივილის განცხადებას ეხმაურება.
ღარიბაშვილი საქართველო–აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებული ე.წ. რუკების რუსეთის ფედერაციიდან შემოტანას სპეცოპერაციას, შემსრულებელს კი გმირს უწოდებს.
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი კი ამბობს, რომ ოკუპანტ ქვეყანაში თუ სპეცოპერაცია ჩატარდა, მისი ყველა შემსრულებელი საქართველოში ევაკუირებული უნდა იყოს, რაც ასე არ მომხდარა:
"გუშინ თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ რუკის საქართველოში ჩამოტანა იყო სპეცოპერაცია, მისი შემსრულებელი კი გმირი. ეს საკითხი რომ ჩავშალოთ - თუ ჩვენი სპეცსამსახურების სპეცოპერაცია ჩატარდა ქვეყანაში, რომელთანაც დიპლომატიური კავშირი არ გვაქვს და რომელსაც ჩვენი ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, მაშინ მასში მონაწილე ყველა პირი ან საქართველოში უნდა იყოს ევაკუირებული, ან უკვე რუსეთს უნდა ჰყავდეს დაკავებული. თუ სპეცოპერაციის მთავარი მონაწილე არამცთუ არაა ევაკუირებული, არამედ დღესაც რუსეთის სპეცსამსახურების კომპანია "სისტემის" დირექტორია, მაშინ, თავდაცვის მინისტრი სწორი ყოფილა, უბრალოდ, ეს არის რუსეთის სპეცოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ. თუ ეს სპეცოპერაცია "არჩევნები 2020" ჩაუვარდათ, მისი ერთ-ერთი შემსრულებელი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი აუცილებლად ეყოლებათ ევაკუირებული, ოღონდ საქართველოდან", - ამბობს დიმიტრი შაშკინი.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. დავით გარეჯის საქმეზე საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ მიმართულ ქმედებებში დაადანაშაულეს ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, ისინი საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს წევრები გახლდნენ. ამ დროისათვის მათ აღკვეთის ღონისძების სახით წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული. მათი დაკავება რუსეთის ფედერაციიდან შემოტანილი რუკების საფუძველზე მოხდა, რომელთა წარმოშობაც გაურკვეველია და საქმეში მთავარ მტკიცებულებად არის მიჩნეული.




მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
საქართველოში 3 ბალიანი მიწისძვრა მოხდა
ჩაკეტილი ქვეყანა და განათებული გამზირი - პარლამენტთან საახალწლო განათებებს ამონტაჟებენ
"ჩემი ფეხები ხართ, ხმას რატომ იღებთ საერთოდ... ზურას გარშემო რა ხდება კაცმა არ იცის" - ონლაინ შეხვედრა "გირჩის" დახურული ჯგუფიდან
შედგება თუ არა შეთანხმება ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის - პოლიტოლოგების შეფასება
მოსკოვში საჯარო მოხელეებს COVID-19-ის ვაქცინა Спутник V-ს იძულებით უკეთებდნენ - Reuters
გამოძალვა ე.წ "ობშჩიაკისთვის" - ე.წ. "ქურდული სამყაროს" წარმომადგენლები ბრალს არ ეთანხმებიან
კორონავირუსმა კიდევ ერთი ექიმის სიცოცხლე იმსხვერპლა
პარლამენტთან "ენმ"-ს წევრი, გიორგი კაპანაძე დააკავეს - მან პოლიციელებს მონა უწოდა
შემზარავი ავარია რუსთავში - დაშავებულებს შორის მცირეწლოვანი ბავშვები არიან
"1 კვირაა ვიქირავე ბინა, სახლში ვერ წავალ, ოჯახის ექიმი არც კი შემხმიანებია, მინდოდა მე დამერეკა მათ კი არასწორი ნომერი მომცეს... ძალიან სუსტად ვარ" - კოვიდინფიცირებული
პატარა ელენეს საზოგადოების დახმარება სჭირდება - ის უკვე მეორედ ებრძვის ვერაგ დაავადებას, ლეიკემიას
პლებისციტი დროის გაყვანა და "ოცნების" თამაშია - ბესელია
საზარელი ავარია - გორის გვირაბთან 2 ავტომობილი თხრილში გადავარდა
რაც ახლა ხდება, დიდწილად ზურა ჯაფარიძის დამსახურებაა- გოგა ხაჩიძე
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42