ამომრჩევლის მიერ ჩაგდებულ ბიულეტენებს, რომ არანაირი საფრთხე არ დაემუქრება, ამის გარანტი ვიქნებით ჩვენ - კაპანაძე
პოლიტიკა - 16:49, 20 Oct, 2020     740
ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომ ის საქართველოში დამკვირვებლებს არ გამოგზავნის.


კაპანაძის თქმით, მიუხედავად ამისა, საქართველოში არჩევნებს დააკვირდება სხვა ბევრი საერთაშორიოს დამკვირვებელი, რომლებიც უკვე საქართველოში გრძელვადიან დაკვირვებას ახორციელებენ. კაპანაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციური პარტიების საერთო შტაბიც გაუწევს აქტიურ მონიტორინგს არჩევნებს და თითოეული ამომრჩევლის ხმა იქნება დაცული.

„მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისია არ ჩამოდის, საქართველოში მაინც საკმარისი რაოდენობის დამკვირვებელი იქნება სხვადასხვა საერთაშორისო მისიიდან. ჩვენ ვიცით, რომ უკვე ჩამოსულები არიან გრძელვადიანი დამკვირვებლები, გარდა ამისა, იქნება ძალიან ბევრი ადგილობრივი დამკვირვებელი და რაც მთავარია, გაყალბების თავიდან ასაცილებლად იქნებიან კონკრეტული პოლიტიკური ძალები, მათ შორის ევროპული საქართველოს მხრიდან იქნება ძალიან ბევრი დამკვირვებელი, იქნება ძალიან ბევრი წარმომადგენელი ყველა უბანზე, ჩვენი კომისიის წარმომადგენლები, ასევე წევრები და საერთო შტაბი, რომელიც შექმნილი გვაქვს ოპოზიციურ პარტიებს, იქნება იმის გარანტი, რომ არ მოხდება არანაირი მანიპულირება არჩევნების დღეს.

ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს, მხარი დაუჭიროს გარდამტეხ ცვლილებებს, მხარი დაუჭიროს ივანიშვილის წასვლას სახლში ხოლო მათ მიერ ჩაგდებულ ბიულეტენებს, რომ არანაირი საფრთხე არ დაემუქრება, ამის გარანტი ვიქნებით ჩვენ. ყველა ჩაგდებული ხმა იქნება დაცული, ეს შემიძლია გითხართ სრული პასუხისმგებლობით როგორც ევროპული სქქართველოს მხრიდან, ისე სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან.“ - განაცხადა კაპანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42