თავდაცვის სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 23:51, 28 Oct, 2020     2881

თავდაცვის სამინისტრო მედიაში გაცრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯარისკაცების საარჩევნო პროცესში ჩართული არ არიან და ოპოზიციური მედია დეზინფორმაციას ავრცელებს.

,,ვრცელდება ცრუ ბრალდებები, თითქოსდა სამხედრო მოსამსახურეების ნაწილი იმიტომ არ იმყოფება სამხედრო ნაწილებში, რომ ჩართულნი არიან საარჩევნო პროცესში.

საზოგადოებისათვის განვმარტავთ, რომ კოვიდ პანდემიის პირობებში სამხედრო ნაწილებში უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ პანდემიის დასაწყისიდან მიღებულია განსაკუთრებული ზომები. კერძოდ, უმკაცრესი სანიტარულ-ჰიგიენური პირობების პარალელურად, სამხედრო მოსამსახურეების ნაწილი, სადაც ეს შესაძლებელია, გადაყვანილია დისტანციურ მუშაობაზე, ხოლო ნაწილი კი სამხედრო ნაწილებში იმყოფება მონაცვლეობით, რომ ვირუსის გავრცელების პირობებში თავიდან იქნას აცილებული სამხედრო ნაწილის ფუნქციონირების შეფერხება. შესაბამისად, მიღებული ზომები ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვის ძალებში კოვიდთან დაკავშირებული საკითხების იმგვარად მართვას, რომ არ დაზარალდეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესები.

რაც შეეხება სამხედროების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის ბრალდებებს, საზოგადოებისათვის კარგადაა ცნობილი, რომ 2012 წლის შემდეგ თავდაცვის ძალები წარმოადგენს პოლიტიკურად ნეიტრალურ სახელმწიფო ინტიტუციას, სადაც ყველა შეხედულების საქართველოს მოქალაქე ერთიანება ქვეყნის დასაცავად. წინა ხელისუფლებისათვის დამახასიათებელი ნიშანი, ე.წ. დახურული უბნები, რომელიც ქართული ოცნების პირობებში გაუქმდა და სამხედროების ტოტალური კონტროლი ემსახურებოდა ვიწრო პარტიული ინტერესებით თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების გამოყენებას. ხშირი იყო სამხედროებზე ზეწოლისა და არაადამიანური მოპყრობის, დახურული საარჩევნო უბნებით მანიპულაციის ფაქტები, რომლებზეც მიუთითებდა ყველა ავტორიტეტული არასამთავრობო, თუ საერთაშორისო ორგანიზაცია.

აღნიშნული უმძიმესი ვითარება, რომელიც სრულად ანგრევდა თავდაცვის ძალების ინსტიტუციურ საფუძვლებს, რადიკალურად შეცვლილია. დღეს სამხედრო მოსამსახურეებს სრულიად თავისუფლად ჩვეულებრივ საარჩევნო უბნებზე შეუძლიათ გააკეთონ არჩევანი საკუთარი შეხედულების მიხედვით და პარტიული ტელევიზიებიდან ამ რეალობის მოდელირების ნებისმიერი მცდელობა სრულიად წარუმატებლად დასრულდება", - აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
საქართველოში 3 ბალიანი მიწისძვრა მოხდა
ჩაკეტილი ქვეყანა და განათებული გამზირი - პარლამენტთან საახალწლო განათებებს ამონტაჟებენ
"ჩემი ფეხები ხართ, ხმას რატომ იღებთ საერთოდ... ზურას გარშემო რა ხდება კაცმა არ იცის" - ონლაინ შეხვედრა "გირჩის" დახურული ჯგუფიდან
შედგება თუ არა შეთანხმება ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის - პოლიტოლოგების შეფასება
მოსკოვში საჯარო მოხელეებს COVID-19-ის ვაქცინა Спутник V-ს იძულებით უკეთებდნენ - Reuters
გამოძალვა ე.წ "ობშჩიაკისთვის" - ე.წ. "ქურდული სამყაროს" წარმომადგენლები ბრალს არ ეთანხმებიან
კორონავირუსმა კიდევ ერთი ექიმის სიცოცხლე იმსხვერპლა
პარლამენტთან "ენმ"-ს წევრი, გიორგი კაპანაძე დააკავეს - მან პოლიციელებს მონა უწოდა
შემზარავი ავარია რუსთავში - დაშავებულებს შორის მცირეწლოვანი ბავშვები არიან
"1 კვირაა ვიქირავე ბინა, სახლში ვერ წავალ, ოჯახის ექიმი არც კი შემხმიანებია, მინდოდა მე დამერეკა მათ კი არასწორი ნომერი მომცეს... ძალიან სუსტად ვარ" - კოვიდინფიცირებული
პატარა ელენეს საზოგადოების დახმარება სჭირდება - ის უკვე მეორედ ებრძვის ვერაგ დაავადებას, ლეიკემიას
პლებისციტი დროის გაყვანა და "ოცნების" თამაშია - ბესელია
საზარელი ავარია - გორის გვირაბთან 2 ავტომობილი თხრილში გადავარდა
რაც ახლა ხდება, დიდწილად ზურა ჯაფარიძის დამსახურებაა- გოგა ხაჩიძე
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42