"არ შეგარჩენ, სამართლებრივად ვიომებ... გამოაქვეყნეთ ის ჩანაწერებიც, რას ამბობენ კობახიძეზე მისივე თანაგუნდელები"- ნატო გოგელიას პასუხი
პოლიტიკა - 15:00, 29 Oct, 2020     2155
ქართული ოცნების ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პირდაპირ ეთერში აღიარა, რომ უკვე ხელისუფლება ჟურნალისტებს ფარულად უსმენს.

ხელისუფლების სამიზნე ამჯერად ტვ პირველის ჟურნალისტი ნატო გოგელია აღმოჩნდა.

კობახიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არჩევნების დღეს “რადიკალური ოპოზიციის” “დესტრუქციული გეგმების” ნაწილი მათი მედიასაშუალებებიც იქნებიან, რის შემდეგაც მმართველი პარტიის სპიკერმა მაგალითად “ტვ პირველის” ჟურნალისტ ნატო გოგელიასა და “ნაციონალური მოძრაობის” ოზურგენის ორგანიზაციის ხელმძღვანელის სატელეფონო საუბარი მოიყვანა.

„არ შეგარჩენ, სამართლებრივად ვიომებ და ამით და კიდევ რაც არ უნდა მოიგონოთ, რაც არ უნდა შეთხზათ , ვერ შემაშინებთ!!!“ - ასე პასუხობს ჟურანლისტი „ქართული ოცნების“ აღამსურულებელ მდივანს და სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს.

„ბევრი მირეკავთ და ბევრს ვერ გპასუხობთ. ამიტომ, აქვე დავწერ პატარა განმარტებას _ ე.წ. პოლიტიკოსმა ირაკლი კობახიძემ, დღევანდელ ბრიფინგზე საჯაროდ დაადასტურა, რომ ხელისუფლება მისმენს!

ის, რაც ზუსტად ვიცოდით, ის, რაზეც ვსაუბრობდით, დღეს პირდაპირ აღიარა პოლიტიკოსად წოდებულმა კაცმა!!!

ამ აღიარების პარალელურად თქვა მტკნარი სიცრუე, რომ ჩემი და ბესო ქათამაძის საუბარი ვინმემ უამბო!

ქათამაძეს ტელეფონზე ვესაუბრე გუშინ დილით და ვკითხე რა ხდებოდა რეგიონში, სად იყო დაძაბულობა, რაზეც მითხრა რომ ნასაკირალში და ჭანიეთში რთული მდგომარეობაა, რომ ნასაკირალში, გუშინ წინ მათი შეხვედრია ჩაშლა სცადა "ქართულმა ოცნებამ" და რომ არჩევნებზე ამ ორ უბანზე ელოდებიან პროვოკაციებს.

ამის შემდეგ, ბესო ქათამაძეს შევხდი მათი პარტიის ოფისთან, დაახლოებით 20 ადამიანის თანდასწრებით (სხვა რესპოდნეტს ველოდებოდი), სადაც დაახლოებოთ 2 წუთი ვისაუბრეთ, გუშინ, ოზურგეთში მომხდარ ფაქტზე _ კარტოფილის და ზეთის დარიგებაზე!

აი, სულ ეს იყო ამბავი!!!

დანარჩენი კი აწი იქნება ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze !!!

ახლა, როცა ჩემი პატარა შვილები მირეკავენ და მეკითხებიან რა დავშავე, როცა დედაჩემი შენი ბინძური და ტყუილებით გაჯერებული განცხადების გამო ცუდადაა, როცა ჩემი ახლობლები ნერვიულობენ, პირდაპირ გეუბნები - არ შეგარჩენ, სამართლებრივად ვიომებ და ამით და კიდევ რაც არ უნდა მოიგონოთ, რაც არ უნდა შეთხზათ ვერ იმით, ვწრ შემაშინებთ!!!

დღესაც, ისევე როგორც გუშინ და გუშინ წინ ვიტყვი და ყველას ვაჩვენებ იმას, რაც რეგიონში ხდება!!!

იმ 9 წელში, როცა თქვენ პირადად, პოლიტიკოსად წოდებულო ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze ბუჩქებში იყავით, ნაციონალებმა ვერ გამაჩუმეს _ ვერაფრის ფასად! ვამბობდი იმას, რაც იყო!

ახლა, როცა იმდროინდელი დამნაშავეებით გაავსეთ გუნდი, ვერ შემაშინებთ!!!

ეს გამორიცხულია!!!

მე არაფერი დამიშავებია და ჩემს შვილებთან, ჩემს დედასთან თავაწეული მივალ!

აი, თქვენ კი დააშავეთ და ამისთვის პასუხს აგებთ!!!“- წერს გოგელია.

ცნობისთვის, ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს ვიოდეთი მიმართა, სადაც აცხადებს, რომ ჟურანლისტია და ყველას ურეკავს მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებსაც. თუ კობახიძე ასეთი დაინტერესებულია და ხალხი შეცდომაში შეყავს ნებას რთავს, რომ გამოაქვეყნოს სხვა საუბრები და მიმოწერის "სქრინები" ოპოზიციის და მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან .





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
შედგება თუ არა შეთანხმება ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის - პოლიტოლოგების შეფასება
მოსკოვში საჯარო მოხელეებს COVID-19-ის ვაქცინა Спутник V-ს იძულებით უკეთებდნენ - Reuters
გამოძალვა ე.წ "ობშჩიაკისთვის" - ე.წ. "ქურდული სამყაროს" წარმომადგენლები ბრალს არ ეთანხმებიან
კორონავირუსმა კიდევ ერთი ექიმის სიცოცხლე იმსხვერპლა
პარლამენტთან "ენმ"-ს წევრი, გიორგი კაპანაძე დააკავეს - მან პოლიციელებს მონა უწოდა
შემზარავი ავარია რუსთავში - დაშავებულებს შორის მცირეწლოვანი ბავშვები არიან
"1 კვირაა ვიქირავე ბინა, სახლში ვერ წავალ, ოჯახის ექიმი არც კი შემხმიანებია, მინდოდა მე დამერეკა მათ კი არასწორი ნომერი მომცეს... ძალიან სუსტად ვარ" - კოვიდინფიცირებული
პატარა ელენეს საზოგადოების დახმარება სჭირდება - ის უკვე მეორედ ებრძვის ვერაგ დაავადებას, ლეიკემიას
პლებისციტი დროის გაყვანა და "ოცნების" თამაშია - ბესელია
საზარელი ავარია - გორის გვირაბთან 2 ავტომობილი თხრილში გადავარდა
რაც ახლა ხდება, დიდწილად ზურა ჯაფარიძის დამსახურებაა- გოგა ხაჩიძე
საჩხერის კლინიკა ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტებზე გადავიდა
ჰერმან საბო და ლევან ჯგერენაია "გირჩის" დაპირისპირებულ მხარეებს შუამავლობას სთავაზობენ - რას პასუხობს შეთავაზებაზე ზურაბ ჯაფარიძე
ტრაპიზონთან მომხდარ ავარიას საქართველოს მოქალაქე , 40 წლის მამაკაცი ემსხვერპლა
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42