თიბისის ფინანსურ დირექტორად გიორგი მეგრელიშვილი დაინიშნა
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:42, 29 Oct, 2020     343

თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილედ და ფინანსურ დირექტორად 2020 წლის 28 ოქტომბრიდან გიორგი მეგრელიშვილი დაინიშნა.

გიორგი მეგრელიშვილი თიბისის ფინანსური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე 2020 წლის მარტში შემოუერთდა. გიორგის აქვს მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცდილება სტრატეგიული ფინანსური მენეჯმენტისა და რისკების შესაბამისობაში.

ის მუშაობდა ჰოლანდიაში Natwest Markets NV- ში, კაპიტალის რისკისა და სტრესის ტესტირების ხელმძღვანელად. მანამდე კი, 11 წლის განმავლობაში მუშაობდა ლონდონში, Barclays Bank PLC- ში, სადაც ხაზინისა და ფინანსების სხვადასხვა მიმართულებით ხელმძღვანელი თანამდებობები ეკავა. გიორგიმ წარჩინებით დაამთავრა კემბრიჯის უნივერსიტეტი, სადაც ბიზნესის სკოლაში MBA– ის ხარისხი მიიღო.

გიორგი მეგრელიშვილის დანიშვნის შემდეგ, გიორგი შაგიძე გადადგა მის მიერ დაკავებული თანამდებობებიდან, როგორც ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე და ფინანსური დირექტორი. თუმცა ის თიბისიში დარჩება წლის ბოლომდე მრჩევლის როლში, რათა უზრუნველყოს საქმის შეუფერხებელი გადაბარება.

გიორგი მეგრელიშვილს ვულოცავ ახალ როლს და წარმატება ვუსურვებ ფინანსური დირექტორის პოზიციაზე. გიორგის აქვს ძალიან ღირებული ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც ნაყოფიერად გამოიყენებს ამ ახალ პოზიციაზე. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო გიორგი შაგიძეს 10 წლის განმავლობაში ჩვენი კომპანიის განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის და ვუსურვო ყოველივე საუკეთესო თავის სამომავლო საქმიანობაში,“ - განაცხადა თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
პარლამენტთან "ენმ"-ს წევრი, გიორგი კაპანაძე დააკავეს - მან პოლიციელებს მონა უწოდა
შემზარავი ავარია რუსთავში - დაშავებულებს შორის მცირეწლოვანი ბავშვები არიან
"1 კვირაა ვიქირავე ბინა, სახლში ვერ წავალ, ოჯახის ექიმი არც კი შემხმიანებია, მინდოდა მე დამერეკა მათ კი არასწორი ნომერი მომცეს... ძალიან სუსტად ვარ" - კოვიდინფიცირებული
პატარა ელენეს საზოგადოების დახმარება სჭირდება - ის უკვე მეორედ ებრძვის ვერაგ დაავადებას, ლეიკემიას
პლებისციტი დროის გაყვანა და "ოცნების" თამაშია - ბესელია
საზარელი ავარია - გორის გვირაბთან 2 ავტომობილი თხრილში გადავარდა
რაც ახლა ხდება, დიდწილად ზურა ჯაფარიძის დამსახურებაა- გოგა ხაჩიძე
საჩხერის კლინიკა ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტებზე გადავიდა
ჰერმან საბო და ლევან ჯგერენაია "გირჩის" დაპირისპირებულ მხარეებს შუამავლობას სთავაზობენ - რას პასუხობს შეთავაზებაზე ზურაბ ჯაფარიძე
ტრაპიზონთან მომხდარ ავარიას საქართველოს მოქალაქე , 40 წლის მამაკაცი ემსხვერპლა
"რიგგარეშე არჩევნები ყველანაირი ფორმით მიუღებელია" - გია ვოლსკი
"ორ მილიონამდე თანამოქალაქის არჩევანს ეჭვქვეშ ვერ დავაყენებთ ,განმეორებითი არჩევნები და მასთან დაკავშირებული რაიმე საკითხი ჩვენი მხრიდან არ განიხილება "- არჩილ თალაკვაძე
"მიცვალებული მოკვდა თუ არა ამისთვის ოჯახში გამოკითხვის ჩატარება ზედმეტია" - ნათელაშვილი პლებისციტზე
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ერთადერთი კანდიდატი , გეგა გეგეშიძე გახდა
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42