ბილაინის ჰაკათონის - Beeline Game Jam გამარჯვებული ცნობილია
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:56, 29 Oct, 2020     367

ონლაინ ჰაკათონი- Beeline Game Jam წარმატებით დასრულდა და გამარჯვებულების ვინაობა ცნობილი გახდა. დიზაინერების, დეველოპერებისა და მომიჯნავე სფეროს წარმომადგენლებისგან შემდგარი არანაკლებ 2 და არაუმეტეს 4 წევრისგან შემდგარი 26 გუნდი, ერთმანეთს 48 საათის განმავლობაში, მობილური თამაშების (HTML5 ფორმატში) პროტოტიპების შექმნაში ეჯიბრებოდნენ. ჰაკათონის სამუშაო დროის დასრულების შემდეგ ჟიური გაეცნო თითოეულ ნამუშევარს და რჩეული თამაში დაასახელა. გამარჯვებული გუნდი - AbsoluteZero, BTU-ს ოთხი სტუდენტისგან შედგება: საბა საყვარელიძე, ბექა ცინცაძე, რატი ალანია, ბექა დარჯანია. AbsoluteZero ბილაინის პარტნიორი გახდა და კომპანიასთან შემოსავლის გაყოფის მოდელით ითანამშრომლებს. მათ მიერ შექმნილი თამაში ბილაინის სხვა თამაშებთან ერთად განთავსდება პორტალზე. დამატებით გუნდის თითოეულ წევრს წამახალისებელი პრიზი - Play Station 4 გადაეცა. გარდა AbsoluteZero-ისა, ჟიური და კომპანია კიდევ ორი გუნდით დაინტერესდა და მათთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს შემოსავლის გაყოფის მოდელზე თანაშრომლობის კუთხით.

„ჩვენ გუნდს Beeline Game Jam-ში მონაწილეობამ მისცა დიდი გამოცდილება ხანმოკლე დროში პროდუქტის იდეის შექმნიდან “მზა” პროდუქტის მოწოდებამდე. ასევე ძალიან საინტერესო იყო ყველა სპიკერისა და მენტორის Talk-ი შესაბამისად ჩამთრევიცა და დამაინტერესებელიც. კონკურენციაც რა თქმა უნდა სერიოზული იყო, თუმცაღა შევძელით და 48 საათში შევქმენით პროდუქტი, რომელმაც ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. Game Jam იყო ძალიან კარგად ორგანიზებული დღევანდელი Covid-19 პანდემიიდან გამომდინარე. დიდ მადლობას ვუხდით ორგანიზატორებს, სპიკერებსა და მენტორებს მოცემული შანსისთვის.“ - ამბობს გამარჯვებული გუნდის ერთ-ერთი წევრი - საბა საყვარელიძე.

ბილაინი აგრძელებს საქართველოში ციფრული მიმართულების განვითარების მხარდაჭერას და სფეროს წარმომადგენელთა წახალისებას. მისი ციფრული სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილი გახდა Beeline Game Jam, რომელიც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერითა და თბილისი სტარტ აპ ბიუროსთან პარტნიორობით ჩატარდა. Beeline Game Jam -ის მიზანი, მობილური თამაშების ადგილობრივი დეველოპერების აღმოჩენა, წახალისება და თანამშრომლობის შეთავაზებაა.

„Beeline Game Jam ჩვენი კომპანიისთვის თამაშების მიმართულებით დაწყებული პროცესის პირველი აქტივობა იყო, რომელიც ქართველ დეველოპერებთან ერთად გავაკეთეთ. აღნიშნულ ღონისძიებას ორი ძირითადი მიზანი ჰქონდა - პირველი რომ ლოკალურად მოგვეძიებინა ახალი პარტნიორები, რომლებთანაც თანამშრომლობას მომავალში გავაგრძელებდით და მეორე - პანდემიის პერიოდშიც ხელი შეგვეწყო მუდამ მზარდი ქართული თამაშების ინდუსტრიისთვის. ვფიქრობ აღნიშნული მდგომარეობის გათვალისწინებით, საინტერესო ონლაინ ღონისძიება გამოგივივიდა და შედეგმაც მოლოდინს გადაააჭარბა - უამრავი დამწყები თუ უკვე ჩამოყალიბებული გუნდი 2 დღის განმავლობაში ცდილობდა საკუთარი თამაშის იდეის განვითარებაზე, შეზღუდული დროის მიუხედავად. შედეგით თუ ვიმსჯელებთ მათ ეს გამოწვევა წარმატებით დაძლიეს და ჩვენც მალე შევძლებთ პორტალის განახლებას ქართველი პარტნიორებისგან მიღებული თამაშებით. ვიმედოვნებთ რომ მომავალ წელს უკვე ფიზიკურ სივრცეში, უფრო მეტი გუნდის ჩართულობით შევძლებთ Game Jam-ის ჩატარებას.“ - აცხადებენ ბილაინში.

ბილაინი ბაზარზე გამოირჩევა საკუთარი მობილური თამაშების განვითარებით და ინოვაციური მიდგომით, მომხმარებლისთვის დამატებითი ღირებულება შექმნას. ამ ეტაპზე ბილაინის ციფრულ არხებში 6 თამაშია ხელმისაწვდომი. მომხარებელს შესაძლებლობა აქვს აირჩიოს მისთვის სასურველი და დაიწყოს მეგაბაიტების დაგროვება. კომპანიას უკვე დაგეგმილი აქვს მისი თამაშების პორტალის შემდგომი განვითარება, მათ შორის ჰაკათონის შედეგად აღმოჩენილი ახალი ტალანტების მიერ ადგილობრივად შექმნილი თამაშების განთავსება.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
საბედისწერო ზარი - მოსკოვის მახლობლად ოჯახი საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს
კარგი ამბავი - კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა
საქართველოში 3 ბალიანი მიწისძვრა მოხდა
ჩაკეტილი ქვეყანა და განათებული გამზირი - პარლამენტთან საახალწლო განათებებს ამონტაჟებენ
"ჩემი ფეხები ხართ, ხმას რატომ იღებთ საერთოდ... ზურას გარშემო რა ხდება კაცმა არ იცის" - ონლაინ შეხვედრა "გირჩის" დახურული ჯგუფიდან
შედგება თუ არა შეთანხმება ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის - პოლიტოლოგების შეფასება
მოსკოვში საჯარო მოხელეებს COVID-19-ის ვაქცინა Спутник V-ს იძულებით უკეთებდნენ - Reuters
გამოძალვა ე.წ "ობშჩიაკისთვის" - ე.წ. "ქურდული სამყაროს" წარმომადგენლები ბრალს არ ეთანხმებიან
კორონავირუსმა კიდევ ერთი ექიმის სიცოცხლე იმსხვერპლა
პარლამენტთან "ენმ"-ს წევრი, გიორგი კაპანაძე დააკავეს - მან პოლიციელებს მონა უწოდა
შემზარავი ავარია რუსთავში - დაშავებულებს შორის მცირეწლოვანი ბავშვები არიან
"1 კვირაა ვიქირავე ბინა, სახლში ვერ წავალ, ოჯახის ექიმი არც კი შემხმიანებია, მინდოდა მე დამერეკა მათ კი არასწორი ნომერი მომცეს... ძალიან სუსტად ვარ" - კოვიდინფიცირებული
პატარა ელენეს საზოგადოების დახმარება სჭირდება - ის უკვე მეორედ ებრძვის ვერაგ დაავადებას, ლეიკემიას
პლებისციტი დროის გაყვანა და "ოცნების" თამაშია - ბესელია
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42