გერმანიის მთავრობამ COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოს, დამატებით, 20.8 მლნ ევრო გამოუყო
პოლიტიკა - 17:37, 29 Oct, 2020     319
საქართველოსა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის ხელი მოეწერა სასესხო და საგრანტო შეთანხმებებს „სოციალური უსაფრთხოება COVID-19-ის პანდემიის კონტექსტში".

შეთანხმებებს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) რეგიონული ოფისის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, კლაუს ფაიგელმა.

პროექტის ფარგლებში, სასესხო შეთანხმებით გამოყოფილი 15 მილიონი ევრო გათვალისწინებულია COVID-19-ის პანდემიის შედეგად დაზარალებული პირებისათვის სოციალური დახმარების ანაზღაურების უზრუნველსაყოფად.

საგრანტო შეთანხმებით გამოყოფილი გრანტი 5,8 მლნ ევროს ოდენობით, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის შესაბამისად, გათვალისწინებულია უკიდურესი სიღარიბისგან დაზარალებული პირებისთვის სოციალური დახმარებისთვის.

აღნიშნული შეთანხმებები, ასევე, ნაწილია იმ ფინანსური მხარდაჭერისა, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარტნიორი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლისა და ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი რეაბილიტაციისთვის მოიზიდა.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
პარლამენტთან "ენმ"-ს წევრი, გიორგი კაპანაძე დააკავეს - მან პოლიციელებს მონა უწოდა
შემზარავი ავარია რუსთავში - დაშავებულებს შორის მცირეწლოვანი ბავშვები არიან
"1 კვირაა ვიქირავე ბინა, სახლში ვერ წავალ, ოჯახის ექიმი არც კი შემხმიანებია, მინდოდა მე დამერეკა მათ კი არასწორი ნომერი მომცეს... ძალიან სუსტად ვარ" - კოვიდინფიცირებული
პატარა ელენეს საზოგადოების დახმარება სჭირდება - ის უკვე მეორედ ებრძვის ვერაგ დაავადებას, ლეიკემიას
პლებისციტი დროის გაყვანა და "ოცნების" თამაშია - ბესელია
საზარელი ავარია - გორის გვირაბთან 2 ავტომობილი თხრილში გადავარდა
რაც ახლა ხდება, დიდწილად ზურა ჯაფარიძის დამსახურებაა- გოგა ხაჩიძე
საჩხერის კლინიკა ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტებზე გადავიდა
ჰერმან საბო და ლევან ჯგერენაია "გირჩის" დაპირისპირებულ მხარეებს შუამავლობას სთავაზობენ - რას პასუხობს შეთავაზებაზე ზურაბ ჯაფარიძე
ტრაპიზონთან მომხდარ ავარიას საქართველოს მოქალაქე , 40 წლის მამაკაცი ემსხვერპლა
"რიგგარეშე არჩევნები ყველანაირი ფორმით მიუღებელია" - გია ვოლსკი
"ორ მილიონამდე თანამოქალაქის არჩევანს ეჭვქვეშ ვერ დავაყენებთ ,განმეორებითი არჩევნები და მასთან დაკავშირებული რაიმე საკითხი ჩვენი მხრიდან არ განიხილება "- არჩილ თალაკვაძე
"მიცვალებული მოკვდა თუ არა ამისთვის ოჯახში გამოკითხვის ჩატარება ზედმეტია" - ნათელაშვილი პლებისციტზე
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ერთადერთი კანდიდატი , გეგა გეგეშიძე გახდა
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42