ლევან კობერიძე - ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ეხება სამედიცინო სფეროს, აუცილებლად მედპერსონალთან და სპეციალისტებთან შეთანხმებით უნდა გაკეთდეს
პოლიტიკა - 17:43, 29 Oct, 2020     231

"ლელოს" ჯანდაცვის ჯგუფი მხარს უჭერს სამედიცინო ასოციაციების ინიციატივას კლინიკებისა და სამინისტროს დონეზე კლინიკური ეთიკის კომიტეტების შექმნასთან დაკავშირებით.

როგორც "ლელოს" ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და პარტიის ჯანდაცვის ჯგუფის წევრი, ლევან კობერიძე აცხადებს, ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ჯანდაცვის მიმართულებით იქნება მიღებული, აუცილებელია შეთანხმებული იყოს დარგში მომუშავეებთან და სპეციალისტებთან.


"მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის მიმართულებით გადაწყვეტილების მიღება დარგში სიტუაციის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ხდებოდეს არა ისე, როგორც დღეს ხდება - ვიწრო პოლიტიკურ პარტიული დღის წესრიგიდან გამომდინარე, არამედ რეალურად რაც სჭირდება ჯანდაცვის სისტემას. მნიშვნელოვანია, პოლიტიკოსებმა მოვისმინოთ სამედიცინო პერსონალის მოსაზრებები, თუ რა სჭირდება დარგს განვითარებისათვის. სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების პოზიცია მისაღებია, "ლელოსთვის" რომელსაც გათვალისწინებული გვაქვს დაახლოებით იგივე ნაბიჯი პარტიის მარშალის გეგმაში. ჩვენ ვხედავთ, რომ დარგი ითხოვს ცვლილებებს, რაც აუცილებელია ჯანდაცვის სექტორში ბევრი საკითხის დასარეგულირებლად. ხელი უნდა შეუწყოთ მოსახლეობისათვის ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისის მიწოდებას," - განაცხადა კობერიძემ.


სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების 2020 წლის 24 ოქტომბრის ყრილობის რეზოლუცია

მოკლევადიან პერსპექტივაში ითვალისწინებს:

ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმას, რითაც უნდა გაიმიჯნოს სამედიცინო შეცდომა სამედიცინო დანაშაულისგან.
კერძოდ, ყველა კლინიკის და ჯანდაცვის სამინისტროს დონეზე უნდა შეიქმნას კლინიკური ეთიკის კომიტეტები შესაბამისი დარგობრივი ასოციაციების მონაწილეობით და განისაზღვროს ამ კომიტეტების რეგლამენტი. ნებისმიერი სამედიცინო შემთხვევის შეფასება და შემდგომი საქმის აღძვრა ან ექიმის პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს მხოლოდ ამ კომიტეტებზე საქმის განხილვის შემდეგ.

რეზოლუციის გრძელვადიანი პერსპექტივა ითვალისწინებს:
სავალდებულოდ უნდა გატარდეს საკანონმდებლო ცვლილებები, რაც გახდება საფუძველი, რომ გაძლიერდეს დარგობრივი ასოციაციების როლი და იმგვარი ფუნქციები მიენიჭოს მათ, რასაც პროფესიული ასოციაციები ასრულებენ სხვა განვითარებულ ქვეყნებში. ამ მიზნით, სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება გამოთქვამს მზადყოფნას, შესთავაზოს მთავრობას და პარლამენტს, რათა გააქტიურდეს ურთიერთთანამშრომლობა და შეიქმნას რამდენიმე მიმართულებით თემატური ჯგუფები, როგორიცაა: მედიცინის მუშაკებისა და პაციენტების უსაფრთხოების და უფლებების დაცვა; სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლი და უწყვეტი პროფესიული განათლება.

სამედიცინო პერსონალს ღირსეული ხელფასი უნდა ჰქონდეს! სამედიცინო პერსონალის მინიმალური ხელფასი გათვალისწინებული იყოს ისევე, როგორც ეს ხდება ოჯახის ექიმის გუნდის ხელფასის შემთხვევაში, რაც პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაშია ასახული.

უნდა მოხდეს ახალგაზრდა ექიმებისა და რეზიდენტებისთვის სპეციალური მხარდამჭერი პროგრამების შექმნა, რათა სამედიცინო რესურსები იყოს მუდმივად და ხარისხიანად განახლებადი.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
შედგება თუ არა შეთანხმება ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის - პოლიტოლოგების შეფასება
მოსკოვში საჯარო მოხელეებს COVID-19-ის ვაქცინა Спутник V-ს იძულებით უკეთებდნენ - Reuters
გამოძალვა ე.წ "ობშჩიაკისთვის" - ე.წ. "ქურდული სამყაროს" წარმომადგენლები ბრალს არ ეთანხმებიან
კორონავირუსმა კიდევ ერთი ექიმის სიცოცხლე იმსხვერპლა
პარლამენტთან "ენმ"-ს წევრი, გიორგი კაპანაძე დააკავეს - მან პოლიციელებს მონა უწოდა
შემზარავი ავარია რუსთავში - დაშავებულებს შორის მცირეწლოვანი ბავშვები არიან
"1 კვირაა ვიქირავე ბინა, სახლში ვერ წავალ, ოჯახის ექიმი არც კი შემხმიანებია, მინდოდა მე დამერეკა მათ კი არასწორი ნომერი მომცეს... ძალიან სუსტად ვარ" - კოვიდინფიცირებული
პატარა ელენეს საზოგადოების დახმარება სჭირდება - ის უკვე მეორედ ებრძვის ვერაგ დაავადებას, ლეიკემიას
პლებისციტი დროის გაყვანა და "ოცნების" თამაშია - ბესელია
საზარელი ავარია - გორის გვირაბთან 2 ავტომობილი თხრილში გადავარდა
რაც ახლა ხდება, დიდწილად ზურა ჯაფარიძის დამსახურებაა- გოგა ხაჩიძე
საჩხერის კლინიკა ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტებზე გადავიდა
ჰერმან საბო და ლევან ჯგერენაია "გირჩის" დაპირისპირებულ მხარეებს შუამავლობას სთავაზობენ - რას პასუხობს შეთავაზებაზე ზურაბ ჯაფარიძე
ტრაპიზონთან მომხდარ ავარიას საქართველოს მოქალაქე , 40 წლის მამაკაცი ემსხვერპლა
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42