"ჩვენი სურვილია, რომ შევცვალოთ ის მძიმე რეალობა , რომელიც დღეს ქვეყანაშია" - თეონა აქუბარდია
პოლიტიკა - 18:15, 29 Oct, 2020     254


„სტრატეგია აღმაშენებლის" სპიკერის, თეონა აქუბარდიას განცხადებით გიორგი ვაშაძე არის ლიდერი, რომელსაც დაუოკებელი სურვილი აქვს, რომ ქვეყანა წინ წაიყვანოს და შეცვალოს ის მძიმე მდგომარეობა, რომელიც 8 წლის მანძილზე „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში დაგროვდა ქვეყანაში. აქუბარდიას თქმით „სტრატეგია აღმაშენებლის" გუნდის წევრები სხვადასსხვა სფეროების მიხედვით შეძლებენ გააუმჯობესონ ქვეყანაში არსებული მძიმე ვითარეება. „სტრატეგია აღმაშენებლის" სპიკერი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს არჩევნებში მონაწილებისკენ მოუწოდებს, რადგან მიაჩნია, რომ იმ საქართველო იმ წყალგამყოფ ზოლზე დგას დღეს, რასაც ქვეყნის უკეთესი მომავალი ჰქვია.

„მოხარული ვარ, რომ დღეს არჩევნებამდე ორი დღით ადრე ჩვენ სწორედ იმ წყალგამყოფ ზოლზე ვდგავართ, რასაც ქვია ქვეყნის უკეთესი მომავალი და ჩვენ რაც არ უნდა გავაკეთოთ, თქვენი არჩევანის და მხარდაჭერის გარეშე ეს ყველაფერი არ გამოვა. როდესაც ვლაპარაკობთ რატომ უნდა აირჩიოთ „სტრატეგია აღმაშენებელი", გიორგი ვაშაძე და რატომ უნდა შემოხაზოთ 27 ნომერი? ძალიან მარტივად, სამი სიტყვით ვიტყვი, რომ ეს არის ლიდერი, რომელსაც დაუოკებელი სურვილი აქვს, ქვეყანა წინ წაიყვანოს და შეცვალოს ის მძიმე მდგომარეობა, რომელიც 8 წლის მანძილზე „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში დაგროვდა ქვეყანაში, ეს არის ის ენერგია, რომელსაც ის მოახმარს სურვილს და იმ ხედვას, რომელიც ერთი წლის მანძილზე მუშავდებოდა ყველა სფეროს ექსპერტებთან ერთად. „სტრატეგია აღმაშენებლის" გუნდი ეს არის გუნდი, რომლის არც ერთი წევრი არ არის აქ შემთხვევით მოსული,ჩვენი სურვილია, რომ შევცვალოთ ის მძიმე რეალობა , რომელიც დღეს ქვეყანაშია და ჩვენი სფეროების მიხედვით გავაუმჯობესოთ ის ხედვა, რომელშიც ჩვენ 8 წლის მანძილზე ხელისუფლებამ ჩაგვაგდო. ეს იქნება ჯანდაცვის, ეკონომიკის თუ უსაფრთხოების სფერო და მთავარია, რომ ჩვენ გვაქვს ერთის მხრივ გამბედაობა და მეორეს მხრივ იმის ცოდნა და ძალა, რომ ეს ყველაფერი შევცვალოთ. გთხოვთ, რომ არ დაგეზაროთ საარჩევნო უბნებზე მისვლა, თქვენი ხმა გადამწყვეტია.ჩვენ ვიქნებით თქვენს სამსახურში პარლამენტში, არ დავიშურებთ ძალას და ღონეს იმისთვის, რომ თქვენი ხმა იყოს ჩვენი გადაწყვეტილებების საფუძველი. „სტრატეგია აღმაშენებლის" გუნდის თითოეული წევრი და გიორგი ვაშაძე, ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნებით, მოვისმენთ თქვენს ხმა, გავიზიაროთ თქვენი პრობლემები და მოვაგვაროთ ეს ყოველივე პარლამენტში. აუცილებლად მიდით არჩევნებზე და შემოხაზეთ 27 ნომერი" - თეონა აქუბარდია





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
საქართველოში 3 ბალიანი მიწისძვრა მოხდა
ჩაკეტილი ქვეყანა და განათებული გამზირი - პარლამენტთან საახალწლო განათებებს ამონტაჟებენ
"ჩემი ფეხები ხართ, ხმას რატომ იღებთ საერთოდ... ზურას გარშემო რა ხდება კაცმა არ იცის" - ონლაინ შეხვედრა "გირჩის" დახურული ჯგუფიდან
შედგება თუ არა შეთანხმება ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის - პოლიტოლოგების შეფასება
მოსკოვში საჯარო მოხელეებს COVID-19-ის ვაქცინა Спутник V-ს იძულებით უკეთებდნენ - Reuters
გამოძალვა ე.წ "ობშჩიაკისთვის" - ე.წ. "ქურდული სამყაროს" წარმომადგენლები ბრალს არ ეთანხმებიან
კორონავირუსმა კიდევ ერთი ექიმის სიცოცხლე იმსხვერპლა
პარლამენტთან "ენმ"-ს წევრი, გიორგი კაპანაძე დააკავეს - მან პოლიციელებს მონა უწოდა
შემზარავი ავარია რუსთავში - დაშავებულებს შორის მცირეწლოვანი ბავშვები არიან
"1 კვირაა ვიქირავე ბინა, სახლში ვერ წავალ, ოჯახის ექიმი არც კი შემხმიანებია, მინდოდა მე დამერეკა მათ კი არასწორი ნომერი მომცეს... ძალიან სუსტად ვარ" - კოვიდინფიცირებული
პატარა ელენეს საზოგადოების დახმარება სჭირდება - ის უკვე მეორედ ებრძვის ვერაგ დაავადებას, ლეიკემიას
პლებისციტი დროის გაყვანა და "ოცნების" თამაშია - ბესელია
საზარელი ავარია - გორის გვირაბთან 2 ავტომობილი თხრილში გადავარდა
რაც ახლა ხდება, დიდწილად ზურა ჯაფარიძის დამსახურებაა- გოგა ხაჩიძე
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42