პარტია "რეფორმერს“ და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის შშმ პირების პრობლემებზე ურთიერთთანამშრომლობის პლატფორმა დაფუძნდა
პოლიტიკა - 18:19, 29 Oct, 2020     186
პარტია „რეფორმერს“ და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის პლატფორმა დაფუძნდა. როგორც პარტიის ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ავაზაშვილი აცხადებს, სამუშაო ჯგუფის შექმნის მიზანი შშმ პირების პრობლემების იდენტიფიცირება, მათი უფლებების ადვოკატირება და ლობირებაა შესაბამის სტრუქტურებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში. სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა პარტია „რეფორმერის“ ოფისში გაიმართა. პლატფორმას შეუერთდა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთაც შშმ პირების პრობლემატიკაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, მათ შორის „ბავშვი ოჯახი საზოგადოება“ , კავშირი „ია“ და სხვები. გიორგი ავაზაშვილი, „რეფორმერის“ ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი: დღეს დავაფუძნეთ სამუშაო ჯგუფი, რომელშიც გაერთიანდნენ შშმ პირების უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები, რომელთაც ხელმძღვანელობენ ნინო ჭაბუკიანი და მარი ბიბილეიშვილი. მათ ამ მიმართულებით მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ. ჩვენი მეორე შეხვედრა ჩაინიშნა 13 ნოემბერს. ჩვენ მოვამზადებთ კონცეფციას, რომლის ფარგლებშიც მოხდება შშმ პირების პრობლემების იდენტიფიცირება და მათ მოსაგვარებლად კონკრეტული აქტივობების გაწერა. ამ პრობლემების ადვოკატირება და ლობირება მოხდება „რეფორმერის“ მიერ. პლატფორმას შემოუერთდება ათამდე ორგანიზაცია, რომლებიც გამოხატავენ მზაობას ჩვენთან ერთად იმუშაონ საკანონმდებლო ინიციატივებზე შშმ პირებისთვის. მე თავად შშმ პირი ვარ და კარგად ვიცი, რა პრობლემები აქვთ შშმ პირებს. ძალიან სამწუხაროა, რომ პოლიტიკურ ჯგუფებს შშმ პირების საჭიროებები მხოლოდ საარჩევნო კამპანიის დროს ახსენდებათ და მათთვის ეს თემა პანდუსების ინფრასტრუქტურაზე საუბრით შემოიფარგლება. ამ დროს ამ ადამიანებს შესაძლოა უფრო მეტად სჭირდებათ მენტალური და ფსიქოლოგიური პრობლემების მოგვარება, ამ მიმართულებით ჩვენ ყველას მეტი მუშაობა მოგვიწევს - აცხადებს „რეფორმერის’ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ავაზაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
პარლამენტთან "ენმ"-ს წევრი, გიორგი კაპანაძე დააკავეს - მან პოლიციელებს მონა უწოდა
შემზარავი ავარია რუსთავში - დაშავებულებს შორის მცირეწლოვანი ბავშვები არიან
"1 კვირაა ვიქირავე ბინა, სახლში ვერ წავალ, ოჯახის ექიმი არც კი შემხმიანებია, მინდოდა მე დამერეკა მათ კი არასწორი ნომერი მომცეს... ძალიან სუსტად ვარ" - კოვიდინფიცირებული
პატარა ელენეს საზოგადოების დახმარება სჭირდება - ის უკვე მეორედ ებრძვის ვერაგ დაავადებას, ლეიკემიას
პლებისციტი დროის გაყვანა და "ოცნების" თამაშია - ბესელია
საზარელი ავარია - გორის გვირაბთან 2 ავტომობილი თხრილში გადავარდა
რაც ახლა ხდება, დიდწილად ზურა ჯაფარიძის დამსახურებაა- გოგა ხაჩიძე
საჩხერის კლინიკა ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტებზე გადავიდა
ჰერმან საბო და ლევან ჯგერენაია "გირჩის" დაპირისპირებულ მხარეებს შუამავლობას სთავაზობენ - რას პასუხობს შეთავაზებაზე ზურაბ ჯაფარიძე
ტრაპიზონთან მომხდარ ავარიას საქართველოს მოქალაქე , 40 წლის მამაკაცი ემსხვერპლა
"რიგგარეშე არჩევნები ყველანაირი ფორმით მიუღებელია" - გია ვოლსკი
"ორ მილიონამდე თანამოქალაქის არჩევანს ეჭვქვეშ ვერ დავაყენებთ ,განმეორებითი არჩევნები და მასთან დაკავშირებული რაიმე საკითხი ჩვენი მხრიდან არ განიხილება "- არჩილ თალაკვაძე
"მიცვალებული მოკვდა თუ არა ამისთვის ოჯახში გამოკითხვის ჩატარება ზედმეტია" - ნათელაშვილი პლებისციტზე
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ერთადერთი კანდიდატი , გეგა გეგეშიძე გახდა
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42