პარტია "რეფორმერის“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხატია ქობალია : სტუდენტური თვითთმმართველობების დღევანდელი მოდელი სისტემის მოძველებული ფორმაა, რომელიც უნდა შეიცვალოს
პოლიტიკა - 19:11, 29 Oct, 2020     1096
პარტია „რეფორმერის“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხატია ქობალია სტუდენტური თვითმმართველობების შესახებ „რეფორმერის“ ხედვებზე საუბრობს. როგორც ხატია ქობალია აცხადებს, სტუდენტური თვითთმმართველობების დღევანდელი მოდელი სისტემის მოძველებული ფორმაა, რომელსაც პოლიტიკური პარტიები ხშირად იყენებენ საკუთარი მიზნებისთვის და აცდენილია თვითმმართველობის იდეას, შესაბამისად მისი სისტემური ცვლილება უნდა მოხდეს. ხატია ქობალია: სტუდენტური თვითმმართველობები, უნდა იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და თავისუფალი გაერთიანებები, სადაც თითოეულ სტუდენტს თანაბრად ექნება სხვადასხვა აქტივობებში ჩართვის შესაძლებლობა და ამავდროულად ბიუროკრატიისა და ზემდგომ პირებთან შეთანხმების გარეშე შეეძლება საკუთარი პროექტების დაორგანიზება და განხორციელება. სასწავლო დაწესებულებები თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკური გავლენისგან და სტუდენტების არჩევანში არავინ უნდა ერეოდეს. სტუდენტური თვითთმმართველობების დღევანდელი მოდელი სისტემის მოძველებული ფორმაა, რომელზეც გავლენის მოპოვებას ხშირად ცდილობენ გარკვეული პოლიტიკური ძალები. როგორც ხატია ქობალია აღნიშნავს, სამართლიანი იქნება თუ არსებული სტუდენტური თვითმმართველობების სქემა შეიცვლება და გადავა საკლუბო მოდელზე: „შეიქმნება ერთიანი სტუდენტური ორგანიზაცია, რომლის წევრები იქნებიან სხვადასხვა თემატიკისა და შინაარსის კლუბები: მეცნიერების, კინოს, მუსიკის, თეატრის, ხელოვნებისა და სპორტის მიმართულებები. კლუბების შექმნა და დაარსება შეუძლია სტუდენტთა ნებისმიერ ჯგუფს, რომელთაც საერთო ინტერესები ექნებათ. მათი ხელმძღვანელებისგან დაკომპლექტდება ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭო, რომლებიც ერთმანეთთან მმართველობის ჰორიზონტალური პრინციპის გათვალისწინებით იქნებიან პასუხიმგებელნი. ბიუჯეტის ფარგლებში გამოყოფილი დაფინანსების 80 % თანაბრად გადანაწილდება თითოეულ კლუბზე, კლუბი იქნება უფლებამოსილი მართოს თანხები საჭიროებიდან გამომდინარე. ცხადია, თითოეული კლუბი სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე ვალდებულებას იღებს, აწარმოოს შესაბამისი საპროექტო ანგარიშგება, საბჭო კი მიღება-ჩაბარების წესით იღებს განხორციელებულ პროექტებს. თანაბრად განაწილებული თანხების გარდა, სახელმწიფო დაფინანსების 20% რჩება სამეთვალყურეო საბჭოს განკარგულებაში და ის შესარჩევი კონკურსის პირობებში გადანაწილდება სხვადასხვა კლუბების მიერ წარმოდგენილი პროექტების დაფინანსებაზე. სტუდენტების პრობლემების გადასაჭრელად შეიქმნება საბჭო, ფაკულტეტის წარმომადგენლებისა და მრჩევლების მიერ, სადაც სტუდენტურ გაერთიანებებს ასევე ეყოლებათ წარმომადგენლობა, რომლებიც ორგანიზებულად იმუშავებენ არსებული პრობლემების გადაჭრაზე, სტუდენტების ინტრესების გათვალისწინებითა და დაცვით. ეს მოდელი წლებია აპრობირებულია მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში და საკმაოდ წარმატებით მუშაობს. რაც მთავარია სტუდენტები თავისუფალი არიან არჩევანში, არ იზღუდება მათი ინტერესების სფეროები - აცხადებს პარტია „რეფორმერის“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხატია ქობალია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42