“ჩვენ ბიძინა ივანიშვილს ამ ბრძოლას მოვუგებთ!" - ანი მიროტაძე
პოლიტიკა - 19:25, 29 Oct, 2020     273
“ლელოს“ საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ანი მიროტაძემ მოახლოვებულ არჩევნებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ “ლელო” ბიძინა ივანიშვილის “ქართულ ოცნებას” არჩევნების ბრძოლას მოუგებს. ქალაქ ჭიათურაში გამართული საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეხვედრაზე ანი მიროტაძემ “ლელოს” მზადყოფნასა და შესაძლებლობებზე ისაუბრა. მისი თქმით, „ლელოს“ აქვს საფუძვლიანი პრეტენზია, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სამაჟორიტარო ოლქიდან, თავად მმართველი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის „კომფორტის ზონიდან“ წამოიღოს მაჟორიტარის მანდატი. “ლელო” მზად არის გამარჯვებისთვის და ამ გამარჯვებას ერთად ვიზეიმებთ 31 ოქტომბერს. ჩვენ გადავლახეთ ბევრი წინააღმდეგობა და გამოწვევა. ჩვენ შევძელით და წინ აღვუდექით „ქართული ოცნების“ აღვირახსნილ ზეწოლებს. ჩვენ დავაბრუნეთ იმედი უიმედო მხარეში! ათასობით საჩხერელი, ჭიათურელი, ხარაგაულელი იმედის თვალით უყურებს ახალ ძალას - „ლელო საქართველოსთვის“. ახლა აქ არიან ჩემი შვილები, თქვენი შვილები და მე ვიბრძვი როგორც თქვენი და ჩემი შვილებისთვის, ისე ჩვენი მოწინააღმდეგეების შვილებისთვის, რომ უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვროთ ყველამ. ეს არ არის მხოლოდ ჩემი არჩევანი, ეს არის ვალდებულებაც და პატივიც, მივიღო ეს გამოწვევა. და მე ვიღებ გამოწვევას, რომ ეს მძიმე რეალობა ჩემს თანამებრძოლებთან ერთად შევცვალო. ჩვენ ბიძინას ამ ბრძოლას მოვუგებთ“, - განაცხადა ანი მიროტაძემ.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
კორონავირუსმა კიდევ ერთი ექიმის სიცოცხლე იმსხვერპლა
პარლამენტთან "ენმ"-ს წევრი, გიორგი კაპანაძე დააკავეს - მან პოლიციელებს მონა უწოდა
შემზარავი ავარია რუსთავში - დაშავებულებს შორის მცირეწლოვანი ბავშვები არიან
"1 კვირაა ვიქირავე ბინა, სახლში ვერ წავალ, ოჯახის ექიმი არც კი შემხმიანებია, მინდოდა მე დამერეკა მათ კი არასწორი ნომერი მომცეს... ძალიან სუსტად ვარ" - კოვიდინფიცირებული
პატარა ელენეს საზოგადოების დახმარება სჭირდება - ის უკვე მეორედ ებრძვის ვერაგ დაავადებას, ლეიკემიას
პლებისციტი დროის გაყვანა და "ოცნების" თამაშია - ბესელია
საზარელი ავარია - გორის გვირაბთან 2 ავტომობილი თხრილში გადავარდა
რაც ახლა ხდება, დიდწილად ზურა ჯაფარიძის დამსახურებაა- გოგა ხაჩიძე
საჩხერის კლინიკა ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტებზე გადავიდა
ჰერმან საბო და ლევან ჯგერენაია "გირჩის" დაპირისპირებულ მხარეებს შუამავლობას სთავაზობენ - რას პასუხობს შეთავაზებაზე ზურაბ ჯაფარიძე
ტრაპიზონთან მომხდარ ავარიას საქართველოს მოქალაქე , 40 წლის მამაკაცი ემსხვერპლა
"რიგგარეშე არჩევნები ყველანაირი ფორმით მიუღებელია" - გია ვოლსკი
"ორ მილიონამდე თანამოქალაქის არჩევანს ეჭვქვეშ ვერ დავაყენებთ ,განმეორებითი არჩევნები და მასთან დაკავშირებული რაიმე საკითხი ჩვენი მხრიდან არ განიხილება "- არჩილ თალაკვაძე
"მიცვალებული მოკვდა თუ არა ამისთვის ოჯახში გამოკითხვის ჩატარება ზედმეტია" - ნათელაშვილი პლებისციტზე
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42