"გიორგი ვაშაძე არის უალტერნატივო ლიდერი, რომელმაც მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში შეძლო და შექმნა ღირსეული და წარმატებული რეფორმები" - თაკო ჩარკვიანი
პოლიტიკა - 20:11, 29 Oct, 2020     236

„სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით ეს არჩევნები ახალი ეპოქის დასაწყისი იქნება კარგად დაგეგმილი სტრატეგიისა და აღმშენებლობის განვითარების კუთხით. ჩარკვიანის თქმით „სტრატეგია აღმაშენებლის" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე, უალტერნატივო ლიდერია, რომელმაც მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში შეძლო და შექმნა ღირსეული და წარმატებული რეფორმები. თაკო ჩარკვიანს მიაჩნია, რომ გიორგი ვაშაძეს ის ბერკეტი რისთვისაც იბრძვის, მხოლოდ და მხოლოდ აღმშენებლობის პროექტების განხორციელებისთვის სჭირდება
„შეცდომების გამოსწორება ცხადია შეიძლება და კარგიც არის, მაგრამ როდესაც გაქვს შანსი, რომ გყავდეს ლიდერი, რომელიც სუფთა ფურცლიდან იწყებს ქვეყნის შენებას, ეს დიდი ბედნიერებაა. გიორგი ვაშაძესთან ერთად გადავწყვიტე დიდი ხნის დაკვირვების და ფიქრის შემდეგ, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი", როგორც ბლოკი დაფუძნებულიყო და ჩემი პარტიით, „კანონით და სამართლით" გავმხდარიყავით ერთი ორგანიზმი, ერთი ოჯახი და ერთად მოფიქრალი ადამიანები საქართველოს აღმშენებლობაზე. ეს აუცილებლად იქნება ეპოქის დასაწყისი, კარგად დაგეგმილი სტრატეგიისა და აღმშენებლობის განვითარების. გიორგი ვაშაძე არის უალტერნატივო ლიდერი და ეს უალტერნატივო ლიდერი აღმოჩნდა ამ ბრწყინალე რაიონის მაჟორიტარი და ეს თვითონ მოინდომა. გიორგი ვაშაძემ უკვე გვაჩვენა, რომ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში შეძლო და შექმნა ღირსეული და წარმატებული რეფორმები. ხშირად გვეკითხებიან, თუ როგორ ვაპირებთ ჩვენი გეგმების რეალიზებას, მე მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს, რომ დიახ ჩვენ განვახორციელებთ ყველა იმ რეფორმას რასაც ამდენი ხნის მანძილზე ვამბობდით, განვახორციელებთ ისე, როგორც იუსტიციის სახლია აწყობილი საათის მექანიზმივით. მე სრული შეგნებითა და პასუხისმგებლობით დავასახელე გიორგი ვაშაძე პრემიერობის კანდიდატად და მსგავსი სწორი ნაბიჯი დიდი ხანია არ გადამიდგამს. ის ძალიან თავმდაბალი და დიდი ენერგეტიკის მატარებელი პიროვნებაა. მას ის ბერკეტი რისთვისაც იბრძვის, სჭირდება მხოლოდ აღმშენებლობის პროექტების განხორციელებისთვის" - თაკო ჩარკვიანი





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
"ჩემი ფეხები ხართ, ხმას რატომ იღებთ საერთოდ... ზურას გარშემო რა ხდება კაცმა არ იცის" - ონლაინ შეხვედრა "გირჩის" დახურული ჯგუფიდან
შედგება თუ არა შეთანხმება ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის - პოლიტოლოგების შეფასება
მოსკოვში საჯარო მოხელეებს COVID-19-ის ვაქცინა Спутник V-ს იძულებით უკეთებდნენ - Reuters
გამოძალვა ე.წ "ობშჩიაკისთვის" - ე.წ. "ქურდული სამყაროს" წარმომადგენლები ბრალს არ ეთანხმებიან
კორონავირუსმა კიდევ ერთი ექიმის სიცოცხლე იმსხვერპლა
პარლამენტთან "ენმ"-ს წევრი, გიორგი კაპანაძე დააკავეს - მან პოლიციელებს მონა უწოდა
შემზარავი ავარია რუსთავში - დაშავებულებს შორის მცირეწლოვანი ბავშვები არიან
"1 კვირაა ვიქირავე ბინა, სახლში ვერ წავალ, ოჯახის ექიმი არც კი შემხმიანებია, მინდოდა მე დამერეკა მათ კი არასწორი ნომერი მომცეს... ძალიან სუსტად ვარ" - კოვიდინფიცირებული
პატარა ელენეს საზოგადოების დახმარება სჭირდება - ის უკვე მეორედ ებრძვის ვერაგ დაავადებას, ლეიკემიას
პლებისციტი დროის გაყვანა და "ოცნების" თამაშია - ბესელია
საზარელი ავარია - გორის გვირაბთან 2 ავტომობილი თხრილში გადავარდა
რაც ახლა ხდება, დიდწილად ზურა ჯაფარიძის დამსახურებაა- გოგა ხაჩიძე
საჩხერის კლინიკა ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტებზე გადავიდა
ჰერმან საბო და ლევან ჯგერენაია "გირჩის" დაპირისპირებულ მხარეებს შუამავლობას სთავაზობენ - რას პასუხობს შეთავაზებაზე ზურაბ ჯაფარიძე
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42