დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ეხმაურება რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას, რომლის თანახმადაც, ლუგარის ლაბორატორიაში ვიზიტს მაშინ ექნება აზრი, თუ რუსი ექსპერტები ლაბორატორიის ყველა შენობაში შესვლას შეძლებენ და ექნებათ წვდომა ყველა სასურველ დოკუმენტაციაზე.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, არ დაუშვებენ, რომ ჩამოვიდეს მხოლოდ რუსული დელეგაცია, არამედ მათ სთავაზობენ საერთაშორისო დელეგაციის შემადგენლობაში ჩამოსვლას სთავაზობენ.
"უკვე 30 წელია რაც საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს და რუსეთი და მოსკოვი აღარ არის ჩვენი მბრძანებელი. ეს როგორმე ჩვენმა რუსმა კოლეგებმა უნდა გაითავისონ და შეეგუონ ამას. რას ნიშნავს, ჩამოვლენ და ყველა კუთხე-კუნჭულში შევლენ და ა.შ. ისევე ჩამოვა რუსი, როგორც ჩამოდის სხვა ერის წარმომადგენელი ლუგარის ლაბორატორიაში. რამდენჯერმე მოვიწვიეთ რუსები, ოღონდ არა მარტო რუსები, ამას არ დავუშვებთ ჩვენ, რომ ჩამოვიდეს მხოლოდ რუსული დელეგაცია, ჩვენ მათ ვთავაზობთ, რომ ჩამოვიდნენ საერთაშორისო დელეგაციის შემადგენლობაში."
ასეთი იყო ბოლო შეფასება 2018 წელს, უშუალოდ ლუგარის ლაბორატორიის, ნოემბერში, როდესაც 17 ქვეყნის 25 ექსპერტი იყო. მაშინაც ჰქონდათ შეთავაზება მათ, რომ ჩამობრძანებულიყვნენ და უარი თქვეს. ასევე, შარშან მთლიანად ჩვენი ეპიდზედამხედველობის სისტემა და ლაბორატორიული სისტემა შეაფასა ცალკე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანზიაციამ, ცალკე ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა, ისე რომ, ნებისმიერ საერთაშორისო მისიებში რუსებს შეუძლიათ ჩამობრანდნენ და გაეცნონ.
ბევრჯერ არიან ნამყოფი რუსი ჟურნალისტები, რუსი მეცნიერები ლუგარის ლაბორატორიაში, ნანახი აქვთ, რასაც ვაკეთებთ და რითიც ვართ დაკავებული“,- აღნიშნა გამყრელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები