"ლოკდაუნის" პარალელურად საახალწლო განათებებში დახარჯული დიდი თანხები - თელავში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 60 ათასი ლარი გამოიყო
პოლიტიკა - 16:09, 29 Nov, 2020     1227
ქვეყანაში გამოცხადებული ლოკდაუნისა და დაწესებული ე.წ. კომენდანტის საათის მიუხედავად, თელავი ახალ წელს ძვირადღირებული მორთულობით ხვდება - ადგილობრივი ბიუჯეტიდან საახალხლწო განათებებისთვის 60 ათასი ლარი უკვე გამოიყო.

ოპოზიციის განცხადებით, ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ ფონზე ადგილობრივი ხელისუფლება საკუთარ თავს ფუფუნების უფლებას არ უნდა აძლევდეს, ამასთან, ეს მოსახლეობისთვის არაფრის მომცემი ხარჯია, რადგან ღამით, როდესაც ქალაქი უნდა განათდეს, ქუჩაში გასვლა აკრძალულია:

"თუ ადამიანები გარეთ არ ივლიან ჩემთვის ეს გაუგებარი და გაუმართლებელია ვის უნათებენ? რომ ვთქვა თავისთვის ინათებენ მეთქი ბიძინა ივანიშვილია ღამის 10 საათზე იძინება და მითუმეტეს არამგონია ჩვენ ქალაქში მოხვდეს და დაინტერესდეს ამ საახალწლო განათებებით. ეს ფული უნდა მოეხმარებინათ იმ ადამიანებისთვის, ვინც პანდემიის პირობებში უმუშევრები დარჩენენ", - განაცხადა "ლეიბორისტული პარტიის" კახეთის ბიუროს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ვარდოშვილმა.

თელავის მერის მოადგილის ფიქრია ყუშიატაშვილის განცხადებით, ქალაქში მასშტაბური ღონისძიება არ იგეგმება, ლამაზი განათებები კი მოსახლეობას განწყობას აუმაღლებს, მით უფრო, რომ ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური ფონი მათ ფსიქოლოგიაზე უარყოფითად მოქმედებს:

"ეს კრიტიკა ისმის არა მხოლოდ ჩვენი მუნიციპალიტეტის მისამართით არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით, იქ სადაც ხდება ზრუნვა საახალწლო განთებებზე. მწვავე პანდემიის ფონი ძალიან ბევრ მომენტს მოიცავს. ეს არის ერთ-ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური მიმართება და მაშინ როდესაც ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური ფონია ჩვენ ვფიქრობთ, რომ რაღაც სეგმენტში უნდა მაინც უნდა იყოს საახალწლო განწყობა, რადგან იმედი კვდება ყველაზე უფრო ბოლოს", - აღნიშნა ფიქრია ყურშიტაშვილმა.

თელავი ერთადერთი ქალაქი არ არის, სადაც ახალ წელს, მძიმე ეკონომიკური პირობების მიუხედავად, ძვირადღირებული მორთულობებით ხვდებიან. ეს ყველაფერი კი იმის ფონზე, რომ მოქალაქეები ღამით, საახალწლოდ განათებულ ქუჩებში ე.წ. კომენდანტის საათის გამო ვერ გადაადგილდებიან და ამ სილამაზეს ისევ ის მაღალჩინოსნები დაინახავენ, რომლებსაც საშვებიც აქვთ და წინასაახალწლო განწყობაც ამაღლებული ექნებათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42