დისტანციური გადახდების ციფრული პლატფორმა თიბისი ფეისგან
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:31, 29 Nov, 2020     1475
ინტერნეტ-ეპოქაში უამრავმა სერვისმა რეალურიდან ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა. ამან კი საშუალება მოგვცა გავიმარტივოთ ცხოვრება და მთელი რიგი საკითხები სახლიდან გაუსვლელად, დივანზე კომფორტულად მოწყობილებმა მოვაგვაროთ. ფინანსური ვალდებულებების შესრულებაც ერთ-ერთი მათგანია, სხვადასხვა სახის გადახდების შესასრულებლად ზედმეტი დროის ხარჯვა საჭირო აღარ არის. იმისათვის, რომ ონლაინ გადახდის პროცესი კომფორტული, მოსახერხებელი და მარტივი იყოს, თიბისი ფეიმ ციფრული პლატფორმა შექმნა, რომელიც მომხარებელს უამრავი ფინანსური სერვისის დისტანციურად მიღებაში ეხმარება.

რატომ ავირჩიოთ თიბისი ფეი

ყველასთვის კარგად ნაცნობი თიბისი ფეის სისტემა მომხმარებლისთვის წარმოდგენილია როგორც ვებგვერდის, ასევე მობილური აპლიკაციის სახით, სადაც ყველა სახის გადახდების განხორციელება, მარტივად, ხელის ერთი დაჭერითაა შესაძლებელი.

რისი გადახდა გსურთ? აქ ყველაფერს იპოვით. ეს არის სივრცე, სადაც 1000-მდე სერვისს სწრაფად და მარტივად გადაიხდით. ციფრული პლატფორმა მომხმარებელზე მორგებული, მარტივი ინტერფეისით გამოირჩევა. სისტემაში ყველა ის საჭირო ფუნქციაა გათვალისწინებული, რაც ყოველთვიური გადახდების ორგანიზებულად შესასრულებლად გჭირდებათ.

ციფრულ პლატფორმაზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ:

· შექმნათ ხშირად გამოყენებული სერვისების შაბლონები და გაიმარტივოთ ყოველი მომდევნო გადახდა;

· ნებისმიერ დროს ამობეჭდოთ გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;

· დაამახსოვროთ საბანკო ბარათი და თავიდან აირიდოთ მონაცემების ყოველ ჯერზე ხელახლა შეყვანა;

· გადახდების ისტორიაში ნახოთ ყველა შესრულებული ტრანზაქცია და ამ გზით უკეთ აკონტროლოთ თქვენი დანახარჯები.

გარდა სტანდარტული სერვისების გადახდისა, აქ შეძლებთ მიიღოთ და გადარიცხოთ თანხა, თანაც კვირის ნებისმიერ დღეს. საბანკო სერვისისგან განსხვავებით, თიბისი ფეიზე ლოდინი არ დაგჭირდებათ - აქ გადახდები მომენტალურად სრულდება. თანხის გადარიცხვა ყველაზე მარტივად სწორედ თიბისი ფეიზეა შესაძლებელი. ამისათვის სულაც არაა საჭირო მიმღები პირის საბაკო რეკვიზიტების და IBAN ანგარიშის ცოდნა - საკმარისია იცოდეთ მისი ბარათის 16-ნიშნა კოდი. თუ ამ ინფორმაციაზეც არ მიგიწვდებათ ხელი, მაშინ კიდევ ორი მარტივი გზა არსებობს თანხის გადასარიცხად - გადარიცხვა პირადი ნომრით და დაბადების თარიღით და გადარიცხვა მობილურის ნომრის მითითებით.

ერთი სივრცე ყველა გადახდისთვის

თიბისი ფეის ციფრულ პლატფორმაზე ყველა კომპანიას იპოვით, რომელთა სერვისებითაც სარგებლობთ. სისტემაში 1000-ზე მეტი კომპანიაა წარმოდგენილი და მათ მიერ შემოთავაზებული სერვისები კატეგორიებადაა დაყოფილი. აქ შეძლებთ მარტივად შეავსოთ მობილურის ბალანსი, გადაიხადოთ სხვადასხვა ფინანსური კომპანიის დავალიანება მათ შორის ლომბარდების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და სადაზღვევო კომპანიების; დაფაროთ კომუნალური და სატელეკომუნიკაციო დავალიანებები, გადაიხადოთ ტრანსპორტთან დაკავშირებული ყველა სახის გადასახადი როგორიცაა პარკინგის, პატრულის ჯარიმის თუ ტაქსების კომპანიების გადასახადი; გარდა ამისა შეძლებთ გადაიხადოთ სახელმწიფო სერვისების გადასახადები საჯარო და სამოქალაქო რეესტრის, აღსრულების ერონული ბიუროს და სხვა დაწესებულებების სერვისისთვის.

თიბისი ფეი საშუალებას გაძლევთ საქართველოდან შეასრულოთ ისეთი კომპანიების სერვისების გადახდა როგორებიცაა Google Play, App Store, Itunes, Playstation Store და სხვ. გარდა ამისა, კატეგორიაში „სხვადასხვა“ ნახავთ საქველოქმედო ორგანიზაციებს, სასწავლო დაწესებულებებს, ამანათების ტრანსპორტირების კომპანიებს და ა.შ.

თიბისი ფეის ციფრული პლატფორმა ყოველდღიური, რუტინული გადახდების შესრულებას მარტივს, სწრაფს და მოსახერხებელს ხდის. აირჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი ფორმა - სწრაფი ჩარიცხვის აპარატები, ონლაინ ვებგვერდი თუ მობილური აპლიკაცია და ისარგებლეთ ინოვაციური სერვისებით ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42