1 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა - 16:52, 30 Nov, 2020     1343

ვერძი

სამსახურში ან კოლეგებთან არსებული გაუგებრობა შეიძლება საქმეზე ნეგატიურად აისახოს. ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი შემცირებულია, ამიტომ გადაღლასა და ფიზიკურ დატვირთვას უნდა მოერიდოთ. თავი შეიკავეთ ახალი საქმის დაწყებისგან, დოკუმენტებთან მუშაობისა და მანქანის სწრაფად ტარებისგან. პირად ცხოვრებაში სირთულეები გელით, ხოლო სიყვარულში - იმედგაცრუება.

კურო

ახლა სიყვარულზე ფიქრის დრო არაა, რადგან ყველაფერი არც ისე მარტივადაა, როგორც ისურვებდით. შესაძლოა, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გარკვევა მოგიწიოთ. სასოწარკვეთილებაში ნუ ჩავარდებით, თუ თქვენთვის უსიამოვნო ამბავი გაიგეთ. სამსახურში სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. მოსალოდნელია გაუგებრობა. ეცადეთ, უფროსთან და კოლეგებთან კამათში არ ჩაერიოთ, რადგან ბოლოს ყველაფერს თქვენ დაგაბრალებენ.

ტყუპები

ვაჭრობისა და ბიზნესის სფეროში მომუშავე ტყუპებს წარმატებული დღე ელით. მოსალოდნელია მაცდუნებელი წინადადება, რომელიც სოლიდურ შემოსავალს მოგიტანთ. ეცადეთ, საკუთარი გეგმების შესახებ არავისთან ისაუბროთ, რადგან ბევრ მტერს შეიძენთ. ახლობელ ადამიანთან კამათი გელით.

კირჩხიბი

ახლა კარიერულ წინსვლაზე ფიქრის დრო არაა. სამსახურში, რომელიც ძალიან გღლით და გაღიზიანებთ, მაქსიმალურად ფრთხილი და ყურადღებიანი უნდა იყოთ. ეცადეთ, არავითარ კამათში არ ჩაერიოთ, თორემ ბოლოს ყველაფერს თქვენ დაგაბრალებენ.

ლომი

წინააღმდეგობრივი დღეა. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და საკუთარი ქმედებები კარგად აწონ-დაწონოთ. ეცადეთ, დაპირებები არავის მისცეთ და არავის მოსთხოვოთ. ერიდეთ დოკუმენტებთან მუშაობას და მანქანის სწრაფად ტარებას.

ქალწული

სამსახურში მცირეოდენი გაუგებრობა გელით. ყურადღებით იყავით და დაუფიქრებელ გადაწყვეტილებას ნუ მიიღებთ. თქვენს გამძლეობაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ამ პერიოდში საქმიანობის სფეროს შეცვლა არასასურველია. ერიდეთ სტრესს, რომელმაც შეიძლება მძიმე დაავადება გამოიწვიოს.

სასწორი

ამ დღეს ახლობელი ადამიანების მხარდაჭერასა და დახმარებას იგრძნობთ. შესაძლოა, წინა დღეებში დაგეგმილი პოზიტიური გეგმების შესრულება შეძლოთ. იზრდება თქვენი პიროვნული მომხიბვლელობა და სექსუალური პოტენციალი, რაც კარგად აისახება თქვენს ჯანმრთელობასა და შრომისუნარიანობაზე.

მორიელი

ამ დღეს არც სამსახური მოგწონთ, არც გარშემომყოფი ადამიანები და არც საკუთარი თავი, მაგრამ სამსახურიდან წამოსვლას ნუ იჩქარებთ, რადგან ფინანსური მდგომარეობა გაგიუარესდებათ. ნუ გარისკავთ, კომერციული სფერო თქვენი საქმე არ არის. ცოტა მოითმინეთ და წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ.

მშვილდოსანი

პლანეტების განლაგება კომერციულ ოპერაციებში წარმატებას გპირდებათ. ამჟამად თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი, სექსუალურობა და პიროვნული მომხიბვლელობა მაღალ დონეზეა, რაც საშუალებას მოგცემთ, საკუთარი იდეები და ჩანაფიქრი განახორციელოთ. სტრატეგიული აზროვნება და დეტალების ხედვის უნარი სასურველ შედეგს მოგიტანთ. დაუგეგმავი სირთულეები გაიძულებთ, პრობლემის გადაჭრის არასტანდარტული გზები ეძიოთ. პირად ცხოვრებაში სირთულეები გელით. ეცადეთ, მცდარი დასკვნები არ გამოიტანოთ, სანამ ყველაფერი არ გაირკვევა.

თხის რქა

სამსახურში მცირეოდენი გაუგებრობა გელით. უსაფუძვლო ბრალდებებისა და კრიტიკის გამო შეიძლება მოთმინებამ გიღალატოთ.

ფხიზლად იყავით და დაუფიქრებელ ნაბიჯებს ნუ გადადგამთ. თქვენს გამძლეობაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. თავმდაბლობა ხელს გიშლით, რომ ის ადგილი დაიკავოთ, რომელსაც იმსახურებთ.

მერწყული

ეს დღე კოსმოსურ ენერგიასა და წინასწარმეტყველებას უკავშირდება. ხელსაყრელი დღეა მკურნალობის დასაწყებად ან პროფილაქტიკისთვის. ყველაფერი. რასაც ამ დღეს ხელს მოჰკიდებთ, წარმატებით დასრულდება. შესაძლოა, სტუმრები გეწვიონ.

თევზები

ეცადეთ, ეჭვები დაძლიოთ და დამშვიდდეთ. შესაძლოა, სამსახურით უკმაყოფილო ხართ, მაგრამ წასვლა არ იჩქაროთ. იფიქრეთ იმაზე, რომ თქვენი მოსაწონი და ამასთანავე, მაღალანაზღაურებადი სამსახური ადვილი საშოვნელი არაა. ერიდეთ ისეთი საქმის კეთებას, რომელიც კარგად არ იცით. შესაძლოა, უხეში შეცდომები დაუშვათ. ერიდეთ მძიმე ფიზიკურ შრომასა და გადაღლას. თავს მშვიდად და კომფორტულად მხოლოდ სახლში ან მეგობრების წრეში იგრძნობთ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42