აშშ-ში კორონავირუსის ფატალურ შემთხვევათა რიცხვი ყოველდღიურად მასშტაბურად იზრდება. გასული 24 საათის განმავლობაში 2760 ადამიანი დაიღუპა კორონავირუსით, ხოლო 200 000-ზე მეტი კი დაინფიცირდა. ამ დროისთვის აშშ-ში 100 000-ზე მეტი ადამიანი იმყოფება სტაციონარში და გადის აქტიური მკურნალობის კურსს. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში უკვე იწურება ინტენსიური თერაპიის პალატებში საწოლების რაოდენობა კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა მომსახურებისათვის.
გარდაცვლილთა რაოდენობა უკვე შეადგენს 273 000-ს. საერთო ინფიცირებულთა რიცხვი კი 14 მილიონს აჭარბებს, რომელთაგან 8 462 434-მა უკვე დაამარცხა ინფექცია. 26 187 ადამიანი ამ დრომდე კრიტიკულ მდგომარეობაშია და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის წამლისა და სურსათის ადმინისტრაციამ უკვე ოფიციალურად დაარეგისტრირა კოვიდ 19-ის ორი ვაქცინა გამოყენებისთვის. Pfizer-ისა დაMODERNA-ს ვაქცინები, რომლებმაც 95 %-იანი და 100%-იანი ეფექტურობა გამოავლინეს კვლევებში, ამერიკელი მოსახლეობისთვის დეკემბრის თვიდან უკვე ხელმისაწვდომი იქნება და დაიწყება მასობრივი იმუნიზაციის პროგრამა.
სულ პანდემიის დაწყებიდან დღემდე კოვიდ 19-ის 1 499 671 ადამიანია დაღუპული.
მასალის გამოყენების პირობები