ამერიკაში 61 წლის ნებრასკელმა ქალმა თავისი ვაჟისა და მისი ქმრისათვის სუროგატის როლი შეასრულა და მათთვის შვილიშვილი გააჩინა. ამის შესახებ ინფორმაცის BBC-ი ავრცელებს. როგორც ირკვევა, სესილ ელეჯმა ბავშვი 9 თვე მუცლით ატარა და გასულ კვირას იმშობიარა. ელეჯის თქმით, მან მას შემდეგ შესთავაზა თავის შვილსა და საქმროს სუროგატობის კანდიდატობასთან დაკავშირებით, რაც მათ გაამხილეს, რომ ოჯახის შექმნას აპირებდნენ.
ელეჯი 59 წლის იყო როდესაც აღნიშნული შემოთავაზება შვილისგან მიიღო, რამაც მხიარულება და ხუმრობა გამოიწვია თავიდან ოჯახში.
მას შემდეგ რაც ექიმებმა გამოიკვლიეს ელეჯის ორგანიზმი და დაადგინეს, რომ იგი სუროგაციისთვის სრულიად ჯანმრთელი იყო, დაიწყო ზემოხსენებულ საკითხზე აქტიური მუშაობა. სპერმის დონორი სესილის შვილი, მეთიუ იყო, ხოლო კვერცხუჯრედისა კი ელიოტის და ლეა. სესილის განცხადებით, ფეხმძიმობამ უპრობლემოდ ჩაიარა.
„ეს პატარა გოგონა იმდენი მხარდაჭერითაა გარშემორტყმული, რომ იგი სიყვარულით სავსე და მზრუნველ ოჯახში გაიზრდება“- აღნიშნა სესილმა.
მასალის გამოყენების პირობები