ე.წ. სასამართლომ ზარდიანთკარიდან გატაცებულ მირიან თიზიაშვილს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა
პოლიტიკა - 19:55, 03 Dec, 2020     379

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებისა და მოსკოვის მიერ მართულმა ე.წ.-მა სასამართლომ 63 წლის მირიან თეზიაშვილს, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის , სოფელ ზარდიანთკარიდან რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს , ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

აღნიშნული ინფორმაცია "ნიუპოსტს" უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

როგორც წესი, ე.წ. სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით გატაცებულ პირებს ორ-სამ დღეში, ჯარიმის გათავისუფლების შემდეგ ათავისუფლებდნენ. რატომ არ მოხდა თეზიაშვილის შემთხვევაში ასე, ოჯახისთვის გაუგებარია. ასევე, ოჯახის წევრებს არ ესმით, რატომ არ მივიდნენ მათთან ოჯახში ხელისუფლების წარმომადგენლები: მირიან თიზიაშვილის მეუღლე ამბობს, რომ მას ტელეფონით დაუკავშირდა ირაკლი ანთაძე (ერგნეთის შეხვედრებზე ქართული მხარის წარმომადგენელი) და მირიან თიზიაშვილის ორთვიანი პატიმრობის შესახებ შეატყობინა.

შეგახსენებთ, რომ მირიან თიზიაშვილი ზარდიანთკარიდან 20 ნოემბერს გაიტაცეს.

აქვე გეტყვით, რომ საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში რჩება ასევე ზარდიანთკარელი გენადი ბესტაევი. ის შარშან, ნოემბერში, საკუთარი ეზოდან გაიტაცეს და ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო მის სახლს, დაკავების შემდეგ, მავთულხლართები შემოავლეს. ახლა იქ ოკუპანტთა ქვეითი შეიარაღებული ჯგუფი პატრულირებს. ასევე, 2020 წლის ივლისიდან ოკუპანტთა ტყვეობაშია ზაზა გახელაძე, რომელიც სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაიტაცეს, მანამდე კი ფეხში დაჭრეს.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
13 წლის ბავშვზე ძალადობა საზოგადოების პრობლემაა, არ არის მარტო შსს-ს პრობლემა - მინისტრი
როდის დასრულდება კორონავირუსის პანდემია - ჯანმომ თარიღი დაასახელა
ის არ არის მნიშვნელოვანი, რას წაიღებს ღარიბაშვილი ბრიუსელში, მთავარია იქიდან რას ჩამოიტანს - ხათუნა ლაგაზიძე
"არც თქვენ ხართ მიშელი და არც მე თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე?"- წულუკიანი ოპოზიციასთან მოლაპარაკებაზე
ენმ-ს ოფისზე თავდამსხმელი - "ბოდიშს ვიხდი, ვიმყოფებოდი ზედმეტად ნასვამი, არ გამაჩნდა არავითარი პოლიტიკური შეხედულება"
ყოველგვარი თამაშის გარეშე ვამბობ, ეს იყო უმაღლეს პროფესიულ დონეზე შესრულებული ოპერაცია - სუბარი მელიას დაკავების სპეცოპერაციით კამაყოფილია
მელიას დაკავებისას წიწაკის სპრეის გამოყენება თქვენს პროფესიონალიზმზე მიუთითებს - ზარქუა გომელაურს
ფოტო კექსის ისტორიიდან - ვახო სანაია ცნობილი ისტორიის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს
ნიკა მელიას პატიმრობა პოლიტიკურ ბენეფიტს არ მოუტანს, კარიერა ციხეზე არ გადის - წულუკიანი
"ბატონო მინისტრო, გადით ერთი წუთით ბალკონზე, მოისმენთ შეურაცხყოფებს, მონები..." - ზილფიმიანი პროტესტმა შეაწუხა
მივესალმებით დიალოგის განახლებას - სამოქალაქო საზოგადოება ხელისუფლებას კრიზისიდან გამოსვლის გზებს სთავაზობს
შორენა ბეგაშვილი: 5 წლის ბავშვს ვკითხე, რა არის მისი საყვარელი საჭმელი და მიპასიხა, მწვანე ხახვი და მარილიო...
გახარიას პოსტიდან გადადგომა პირადად მისთვის არის საზიანო - წულიკიანი
"კრწანისი ვილა რეზიდენსის" სამშენებლო პროექტს „დომუს ქონსთრაქშენი" განახორციელებს. პროექტის მხარდამჭერია თიბისი
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42