"მხოლოდ პარტიის სახელი "გირჩი" და Fb გვერდი გვსურს, დანარჩენი დაგრჩეთ თქვენ", რაზეც იაგო/სანდრო/ვახომ მირჩიეს, "დავოკდე", შემდეგ დამემუქრნენ" - ზურა ჯაფარიძე
პოლიტიკა - 11:27, 05 Dec, 2020     868

მას შემდეგ რაც, პარტიული განხეთქილება გასაჯაროვდა ზურა ჯაფარიძე „გირჩის“ მხარდამჭერების მსხვილ დახურულ ფეისბუქ ჯგუფში ხვიჩიასა და მეგრელიშვილის მიმართ შეთავაზებას აქვეყნებს, რომ მათ დარჩეთ ყველაფერი ბიბლიური თავისუფლების, შემოსავლების და პორტალის ჩათვლით. გარდა, პარტიის სახელის და ვებგვერდის.

ჯაფარიძე წერს, რომ მსგავსი შეთავაზება გუშინ დილას უკვე გაუკეთა მეგრელიშვილსა და ხვიჩიას, თუმცა პასუხად ჯერ მიიღო რჩევა, რომ "დაოკებულიყო", შემდეგ კი მუქარა, რომ "განადგურდებოდა".

"ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია გირჩის ყველა რესურსზე. ვთვლით რომ სახელი ‘გირჩი’, ისევე როგორც გირჩის ფბ გვერდი, უნდა დარჩეს ჩვენთან ყველაფერს რომ თავი დავანებოთ - ერთიც და მეორეც გოგა ხაჩიძის შექმნილია გუშინ დილით მე მქონდა კომუნიკაცია იაგო/სანდრო/ვახოსთან, და შევთავაზე ცივილიზებული ფორმით დაშორება - ჩვენ გვრჩება მხოლოდ სახელი და პეიჯი, ხოლო მათ რჩებათ ყველაფერი დანარჩენი - ბიბლიური თავისუფლება თავის შემოსავლებით, პორტალი თავის ჯედებით, ვებგვერდი, ფბ ჯგუფები, ავეჯი, ინვენტარი და ა.შ.

პასუხად მივიღე: ჯერ რჩევა რომ ‘დავოკებულიყავი’ შემდეგ მუქარა რომ ‘გავნადგურდებოდი’ შემდეგ ეჭვი რომ შესაძლოა ‘სუსის კაცი’ ვიყო ბოლოს კი ისევ რჩევა რომ ჩემი ნებით წავსულიყავი გირჩიდან, რადგან სახელში უკვე მიწერია გირჩი და ეგ უნდა ვიმყოფინო ამ პასუხიდან გამომდინარე", - წერს ჯაფარიძე.

ჯაფარიძე ხვიჩიას, მეგრელიშვილსა და რაქვიაშვილს საჯაროდ სთავაზობს "ცივილიზებულ გაყრას", ასევე, გირჩს მიმართავს, რომ ფეისბუქ ჯგუფში გაკეთებული გამოკითხვით ან მათ პორტალზე კენჭისყრით გადაწყდეს ეს საკითხი. ზურაბ ჯაფარიძე დასძენს, რომ ამ საკითხზე პასუხი დღეს საღამომდე სურთ და თანხმობის შემთხვევაში, გამოკითხვა ხვალვე ჩატარდება.

ჯაფარიძე ამბობს, რომ კენჭისყრაში დამარცხების შემთხვევაში, მზად არის, რომ მარცხი აღიაროს და ყველაფრის კეთება არაფრიდან დაიწყოს.

"დღეს კიდევ ერთხელ, ამჯერად საჯაროდ, ვთავაზობ ამ ადამიანებს ცივილიზებულ გაყრას ჩვენ პრეტენზიას ვაცხადებთ მხოლოდ სახელსა და ფბ გვერდზე მეტიც, ვთავაზობთ რომ ეს საკითხი - ვის რჩება სახელი და ფბ გვერდი - გადაწყვიტოთ თქვენ, გირჩმა: ამ ჯგუფში მოწყობილი მარტივი პოლით ან პორტალზე ჯედებით კენჭისყრით ორივეს გაკეთება უმარტივესია ტექნიკური თვალსაზრისით პასუხი გვინდა დღის ბოლომდე დადებითი პასუხის შემთხვევაში, ორივე ტიპის კენჭისყრა შესაძლებელია გაკეთდეს ხვალვე თუ თქვენი გადაწყვეტილება იქნება მათ სასარგებლოდ, ჩვენ უარს ვიტყვით ყველაფერზე და დავიწყებთ ნულიდან ამისთვისაც სრული მზაობა გვაქვს", - წერს ჯაფარიძე.

მხარდამჭერებს კი გირჩის ლიდერი არწმუნებს, რომ პარტიის შიგნით ლიდერებს შორის არსებული დაპირისპირება არ ამოიწურება.

"ყველაფერი გავაკეთე ბოლო წლებში ამიტომ, ტყუილად ნუ დაიტოვებთ ფუჭ იმედებს და ნუ წარმოიდგენთ თითქოს ეს ყველაფერი ერთ დღეში მოხდა და ახლა დალაპარაკებით განიმუხტება გუშინწინ საღამოს მე მქონდა საუბარი იმ ადამიანებთან, ვინც ჩაუყარა საფუძველი გირჩს, ვინც წლებია საკუთარი დრო, ენერგია და ცხოვრება ჩადო გირჩში", - წერს ჯაფარიძე.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ცვლილებები "ქართულ ოცნებაში"- რა შედეგით დასრულდა პოლიტსაბჭო
დეკანოზი დიმიტრი კორონავირუსს ემსხვერპლა
"როგორც ქართველი მოსახლეობა ყავს ჩაკეტილი ხელისუფლებას ისე ჩავკეტავთ ყველა გასასვლელს"- აქცია მერიასთან
"სტრასბურგში წარსადგენი მტკიცებულებები ჩვენმა ხელისუფლებამ მოიძია, თუმცა არ გვიკადრია და არ გვითქვამს, რომ ეს არის ჩვენი პარტიული გამარჯვება" - თალაკვაძე სააკაშვილს პასუხობს
ზურაბიშვილის ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები - აქცია-პერფორმანსი პრეზიდენტის რეზიდენციასთან
პირველი პოლოლიტსაბჭოს სხდომა ივანიშვილის წასვლის შემდეგ - რაზე მსჯელობენ "ქართულ ოცნებაში"
აქცია ლილოში - ბაზრობის მოვაჭრეებმა სამანქანო გზა გადაკეტეს
თალაკვაძის ულტიმატუმი და ოპოზიციის პასუხი - "მანდატზე უარი ერთი თვის წინ ვთქვით, აქამდე რატომ არ დააკმაყოფილეთ?"
"არც წყალი, არც შუქი, არც საჭმელი, ფაქტიურად გვაშანტაჟებენ" - ომანში ქართველი მეზღვაურები დახმარებას ითხოვენ
ქეთა თოფურია ბიჭის დედა გახდა – რა დაარქვა მომღერლმა ვაჟს?
"მონობის დაანონსებაა“ - ხატია დეკანოიძე და ელენე ხოშტარია დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით ხვალ დაანონსებულ აქციას უერთდებიან
"დაშორებიდან 12 წლის შემდეგ რომ მოგწერს ყოფილი ქმარი ცოლად გამომყევიო, ესე იგი....." - რას წერს კესარია აბრამიძე ყოფილზე
საპატრიარქოს მორიგი სკანდალი და ხმაურის შემდეგ განკვეთილი მაღალი იერარქი - ვინ არის შავი ბერი, რომელმაც წოდება დამალა, ქალთან იცხოვრა და შვილზე უარი თქვა?
კადრები გიორგი გასვიანის "პანდემიური" ქორწილიდან - ტელეწამყვანმა ოფიციალურად იქორწინა
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42