ამერიკის ყალბი ვიზების დამზადების საქმე - ამ წუთებში სასამართლო თაღლითობის ბრალდებით დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. ჯიმი მაქაცარიასა და სოფიო ჩაგანავას სასამართლო ვიზების გაყალბებას ედავება. ბრალს დაცვის მხარე არ აღიარებს.
ადვოკატის, ნანა გილაურის განცახდებით, პროცესზე გირაოს შუამდგომლობის დაყენებას გეგმავენ.
"დღეს განიხილება სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების საკითხი. პროკურატურა შედის შუამდგომლობით რომ პატიმრობა შეეფარდოს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს და ასაბუთებს იმით, რომ თუ თავისუფლებაში დარჩება ჩემივე დაცვის ქვეშ მყოფი ზემოქმედებას მოახდენს მოწმეებზე, რაც არის აბსოლუტურად გამორიცხული. ჩვენ დავაყენებთ გირაოს შუამდგომლობას. ღრმა რწმენა გამაჩნია, იმ შემთხვევაში თუ პირი იქნება გირაოთი, ის ისევ კანონმორჩილად გააგრძელებს თავის ქმედებას, რა ქმედებებიც მან საგამოძიებო მოქმედებების შესრულებისას დააფიქსირა," - განაცხადა ადვოკატმა ნანა ფილაურმა.
შეგხასნებთ, რომ სქემის მიხედვით, რომელიც გამოძიებამ გაშიფრა, მაქაცარია თანამონაწილე ჩაგანავასთან ერთად მამაკაცს დაპირდა, რომ ამერიკის ვიზას დაუმზადებდა, თუმცა მანამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში წასვლის მსურველს ბრალდებულებისთვის 17 000 დოლარი უნდა მიეცა.
დაზარალებულმა საჭირო საბუთები მოაგროვა, 8 500 დოლარი პირად ანგარიშებზე ჩაურიცხა და პასპორტიც ვიზის გასაკეთებლად დაუტოვა, მალევე მიხვდა, რომ ვიზა ყალბი იყო, თუმცა ბრალდებულებმა მას პირობა მისცეს, რომ ამერიკაში მაინც შეძლებდა გამგზავრებას, ამაში კი მათი თქმით, შოუბიზნესის წარმომადგენლები უნდა დახმარებოდნენ. შსს-ს მიერ გავრცელებულ ჩანაწერში კონკრეტული გვარებიც ისმის.
მასალის გამოყენების პირობები