პლებისციტი ვერ იქნება რიგგარეშე არჩევნების ჩამნაცვლებელი - გიგი უგულავა
პოლიტიკა - 17:45, 05 Dec, 2020     858

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა , რომ მათი მოთხოვნა არჩევნების ჩატარების თაობაზე უცვლელია.

უგულავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პლებისციტი ვერ ჩაანაცვლებს რიგგარეშე არჩევნებს.

„ჩვენს კოლეგებს გავაცანით ის პაკეტი, რაც ელჩების საშუალებით შევთავაზეთ „ქართულ ოცნებას“ და წერილობით ველოდებით პასუხს. ბუნებრივია, სხვადასხვა პუნქტთან დაკავშირებით იყო მსჯელობები. ელჩების თხოვნით, მე ვერ ვიტყვი მოთხოვნები რა არის. მე ჩემი აზრი შემიძლია გითხრათ. პლებისციტი რა არის? ეს არის, როდესაც არის ჩიხი, მოდი ვკითხოთ ხალხს. ის ვერ იქნება რიგგარეშე არჩევნების ჩამნაცვლებელი, ეს კარგად მინდა განვმარტო. პლებისციტი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ შუალედური გზა რიგგარეშე არჩევნებამდე მისასვლელად. როდესაც ჩიხია, ხელისუფლება, ოპოზიცია და ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი ბუნებრივ გამოსავლად თვლის, რომ თქვას - მოდი ხალხს ვკითხოთ. დეტალიზაციას მე აღარ გავაკეთებ და დაველოდები ორ სამ დღეს, როდესაც ფორმალურად გვექნება პასუხი.

მინდა მკაფიოდ განვსაზღვრო ერთი რამ - ჩვენი მოთხოვნაა რიგგარეშე არჩევნები და ჩვენ ჩვენს დოკუმენტში ასევე ვთავაზობთ „ქართულ ოცნებას“, როგორ მივიდეს სამართლიანად, საზოგადოების მონაწილეობით, სამართლებრივ და კონსტიტუციურ სივრცეში დარჩენით, რიგგარეშე არჩევნებამდე. ეს ერთ-ერთი შუალედური გზა შეიძლება იყოს, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია. ერთადერთი ლეგიტიმური ინსტრუმენტი არსებობს, როდესაც ერთმანეთს შუბლით ეჯახები და გამოსავალი არ არის, უნდა გაიხედო გვერდით და თქვა - მოდი, ხალხმა გადაწყვიტოს“, - განაცხადა უგულავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42