მეათე მოწვევის პარლამენტი 11 დეკემბრამდე უნდა ჩაინიშნოს - ოპოზიციას და ხელისუფლებას კი მოლაპარაკების, მესამე რაუნდისა და შეთანხმებისთვის არც მეტი, არც ნაკლები 5 დღე დარჩა.
რამდენად გახდება დოკუმენტი შეთანხმების საგანი საუბარი ექსპერტებს უჭირთ. თუმცა პოლიტოლოგები სიტუაციას აფასებენ.მათი თქმით, მდგომარეობა ჩიხურია, იმისთვის კი რომ ქვეყნის ინტერესი არ დაზიანდეს დათმობაზე ორივე მხარე უნდა წავიდეს.
შესაძლებლობას, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან პლებისციტის ჩატარება განიხილონ, გია ნოდია პარლამენტში ოპოზიციის შესვლის შანსად განიხილავს.
დავით ზურაბიშვილის აზრით, თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა, ყველაზე მეტად პატარა პარტიები დაზარალდებიან. პოლიტოლოგი თვლის რომ ოპოზიციამ ბოიკოტის გამოცხადება იჩქარა და ახლა საკუთარი პოზიციის გადათქმა პოლიტიკურად წამგებიანი იქნება.
გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ მოცემულ ვითარებაში ბოიკოტი ყველაზე მეტად "ევროპული საქართველოსთვის" არის მომგებიანი, ამიტომ პარტიიდან მეტ რადიკალიზმს ელოდება.
მასალის გამოყენების პირობები