საბედისწერო ზარი - მოსკოვის მახლობლად ოჯახი საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს
მსოფლიო - 22:44, 05 Dec, 2020     5288
რუსული მედიის ცნობით, მოსკოვის მახლობლად, დამწვარ სახლში ცოლის, ქმრისა და მათი 16 წლის ქალიშვილის დამწვარი გვამები ნახეს, ხოლო სააგარაკე ნაკვეთთან - დაცხრილული ავტომანქანა.

ახლობლების ინფორმაციით, ოჯახის წევრები რამდენიმე დღის განმავლობაში არ პასუხობდნენ ზარებსა თუ მოკლე შეტყობინებებს.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, სამმაგი მკვლელობა წინასწარ იყო დაგეგმილი. ოჯახს მკვლელობის დღეს სააგარაკე ამხანაგობიდან შეატყობინეს, რომ მათი სახლი დაიწვა. როდესაც ოჯახის წევრები ადგილზე ჩავიდნენ, ბოროტმოქმედებმა ისინი ავტომანქანაში ჩაცხრილეს, შემდეგ გვამები სახლში შეიტანეს და ცეცხლი წაუკიდეს.

რუსეთის შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენი 2 მოსკოველი და 1 სოლნეჩნოგორსკელი მამაკაცი უკვე დაკავებულია. მათ დანაშაული აღიარეს. მკვლელობის მოტივი მეზობლებს შორის წარმოქმნილი კონფლიქტი გახდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებმა გაზაფხულზე მეზობლებს, რომელბმაც სააგარაკე ნაკვეთზე ცხენები, კურდღლები და ბატები მოაშენეს, ადგილობრივ ხელისუფლებაში უჩივლეს საშინელი სუნისა და ანტისანიტარიის გამო. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილზე უამრავი დარღვევა აღმოაჩინეს და ბრალდებულებს დიდი ოდენობით ჯარიმები გამოუწერეს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42