სიმბიოტიკსი და თიბისი ლიზინგი 16 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის სესხის გამოყოფით მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას ზრდიან
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:41, 25 Dec, 2020     678

თიბისი ლიზინგმა და გავლენიანმა საინვესტიციო კომპანიამ “სიმბიოტიკსი“, წარმატებული გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ახალ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის საფუძველზეც “სიმბიოტიკსი“ თიბისი ლიზინგს 16 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის სესხს გამოუყოფს. ახალი რესურსი ხელს შეუწყობს საქართველოში სხვადასხვა სალიზინგო პროგრამების განვითარებას და აქცენტირებული იქნება მცირე და საშუალო ბიზნეს სეგმენტზე - თიბისი ლიზინგის რეგულარულ და პოტენციურ მომხმარებელზე. მცირე და საშუალო საწარმოები, განვითარებადი ეკონომიკური პოტენციალით, მზარდ სექტორს მიეკუთვნება და მოქმედი ბიზნესების უმეტესობას წარმოადგენს; მათ კრიზისთან ბრძოლის წინააღმდეგ ინოვაციური მიდგომები გამოავლინეს და ამავე დროს, შეინარჩუნეს გადახდისუნარიანობა. საქართველოს მთავრობა სუბსიდირების პროგრამებითა და სხვადასხვა მხარდამჭერი ღონისძიებებით აქტიურად მონაწილეობს მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებასა და შემდგომ განვითარებაში.

მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტი თიბისი ლიზინგის პორტფელის 2/3-ს შეადგენს. გარდა ამისა, თიბისი ლიზინგის გაფართოების მიზანი თანხვედრაშია რეგიონებში მოღვაწე მცირე და საშუალო ბიზნეს სუბიექტების რაოდენობის მატების ტენდენციასთან, რაც ხელს შეუწყობს კომპანიის პორტფელში გეოგრაფიული კონცენტრაციის დაბალანსებას. მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორი თიბისი ლიზინგის სამიზნე სეგმენტად რჩება, ვინაიდან უშუალოდ ლიზინგს შეუძლია ამ სეგმენტის მოთხოვნების დაკმაყოფილება, რაც მას უფრო მიმზიდველსა და კონკურენტუნარიანს ხდის საბანკო პროდუქტებთან მიმართებაში.

“პანდემიურმა სიტუაციამ ეს ფინანსური წელი უჩვეულო გახადა, მრავალი გეგმის გადახედვა მოგვიხდა და ზოგიერთი მიზანი ისეთი ადვილი განსახორციელებელი აღარ აღმოჩნდა, როგორც ამას აქამდე ველოდით. არასტაბილურობის მიუხედავად, კომპანიას შეუძლია დააფინანსოს ახალი პროექტები და ამავდროულად არსებულ კლიენტებს საშეღავათო პერიოდი შესთავაზოს - გაათავისუფლოს ისინი საიჯარო გადასახადებისგან 3-დან 6 თვემდე პერიოდის განმავლობაში. ასეთი კრიზისის დროს, “სიმბიოტიკსის“ მუდმივი მხარდაჭერა და გამორჩეული თანამშრომლობა მნიშვნელოვან სტიმულად იქცა ჩვენი კლიენტებისთვის უწყვეტი დახმარების აღმოჩენაში, ხოლო სანდო პარტნიორობამ კიდევ უფრო მეტად წაახალისა სტაბილური, განვითარება. ამასთან, მოვახერხეთ, რომ გაგვეთვალისწინებინა ლარის გაცვლითი კურსის რყევების შედეგად წარმოშობილი რისკები, რაც აღნიშნული რესურსის ნაწილის ლარში დენომინირებით გახდა შესაძლებელი,“- ნუგზარ ლოლაძე, თიბისი ლიზინგის ფინანასური დირექტორი.

“თითქმის 5-წლიანი წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, თიბისი ლიზინგმა დაამტკიცა, რომ ის სანდო პარტნიორია, რომელიც მნიშვნელოვან მისიას ატარებს გაუზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა საქართველოში მოღვაწე მცირე და საშუალო ბიზნესებს, რომლებიც ცდილობენ თავიანთი პროდუქტიულობის გაზრდას და თავის მხრივ, ხელს უწყობენ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. კოვიდ-19-ით გამოწვეული გლობალური კრიზისის მიუხედავად, მოხარული ვართ, რომ წელს, ახალი დაფინანსებით ვუწყობთ ხელს თიბისი ლიზინგს, მათ შორის, ადგილობრივ ვალუტაში. გვჯერა, რომ საქართველოს რეალური ეკონომიკის განვითარებაში მომავალშიც საერთო ძალებით შევიტანთ წვლილს,”- სოფია ტულუპოვა, ECA-ს და MENAP-ის თანარეგიონალური მენეჯერი “სიმბიოტიკსში“.

ფინანსური რესურსის მოქმედების ვადის განმავლობაში, მოსალოდნელია, 200–ზე მეტი მცირე და საშუალო საწარმოს დაფინანსება და აღნიშნულ სუბიექტებში დასაქმებულ პირთა რაოდენობის ოთხჯერ გაზრდა.

თიბისი ლიზინგის შესახებ – თიბისი ლიზინგი თიბისი ჯგუფის წევრია. ის საქართველოში ყველაზე მსხვილ სალიზინგო კომპანიას წარმოადგენს, 17-წლიანი გამოცდილებითა და 70%-მდე საბაზრო წილით. კომპანია თნამშრომლობს წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო მომწოდებლებთან და ახორციელებს პროექტების დაფინანსებას თითქმის ყველა ბიზნეს სექტორში. კერძოდ, მედიცინა, ტრანსპორტი, სტუმარ-მასპინძლობის, ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, განახლებადი ენერგია, მშენებლობა და სხვა, ასევე კომპანია ახორციელებს საცალო კლიენტების დაფინანსებას.

“სიმბიოტიკსის შესახებ - “სიმბიოტიკსი“ სოციალური ტრანსფორმაციის ინვესტირების ბაზარზე წვდომის მოწინავე პლატფორმაა, რომელიც მიზნად ისახავს მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების და მცირე ან საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახების დაფინანსებას განვითარებად და გარდამავალ ეკონომიკებში. 2005 წლიდან, კომპანიამ 90 განვითარებად და გარდამავალ ბაზარზე 450 კომპანიასთან 4000-მდე საინვესტიციო შეთანხმება გააფორმა, რომლის ღირებულებამ 5.5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. აღნიშნული ინვესტიციები დაფინანსებულ იქნა 25-ზე მეტი საფონდო მანდატის და 50-ზე მეტი მესამე მხარის სპეციალიზირებული საფონდო მენეჯერის მიერ, რაც მსგავსი გარიგებებისთვის მზარდ ბაზარს და ეკოსისტემასა ქმნის.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
თსუ-ში სასწავლო პროცესის ფორმატთან დაკავშირებით იმსჯელეს
უიშვიათესი მოვლენა - ინგლისის სანაპიროზე "მოტივტივე" გემი დააფიქსირეს
საქართველოში Pfizer-ის ვაქცინა 22 მარტის კვირაში ჩამოვა - ჯანდაცვა
"დაუსაბუთებელი და ცალმხრივად მომზადებული მოსაზრები"- პროკურატურა ომბუდსმენს ანგარიშზე
6, 9 და 10 მარტს თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდება - თელასი
"ცხოველმა სცემა, ბავშვს ნახევარი თავი არ ჰქონდა" - 19 წლის ბიჭის სასტიკად ცემაში ბრალდებული თარაშ კანდელაკი პატიმრობიდან გათავისუფლდა
ჩახედეთ კანონს, წიწაკის სპრეის გამოყენება პოლიციას შეუძლია დახურულ სივრცეშიც და ღია სივრცეშიც - გომელაური
რა ღირს ლარი დღეს - ოფიციალური კურსი
80-მდე აფრიკელი მიგრანტი გემიდან ზღვაში გადაყარეს - 2 დღის წინ მომხდარი უმძიმესი ამბავი, რომელმაც მთელი სამყარო შეძრა
რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა
N17 პენიტენციურ დაწესებულებაში თითქოსდა პატიმრებს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა - პენიტენციური
"საშინელი კომპლექსი მქონდა, როგორ მიმიღებს ხალხი მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ ვარ ნარკომანი… უფრო სწორად, ვიყავი… ტფუ, ტფუ, ტფუ…" - თემურ თათარაშვილი
დღეს ვისაც გინდა შეაგინე, არაფერი მოხდება... მაგრამ ცოლს თუ შეაგინე, დაგიჭერენ - ზილფიმიანი
საქართველოში ბრიტანული შტამის 31 შემთხვევა დადასტურდა
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42