ექიმი გაყინულ მდინარეში გადაეშვა და ქალი სიკვდილს გამოსტაცა - კარდიოლოგი ირაკლი ცხვიტავა თავგანწირვისთვის დააჯილდოვეს
საზოგადოება - 10:20, 13 Jan, 2021     530

კარდიოლოგ ირაკლი ცხვიტავას ახლახან სენაკის საპატიო მოქალაქის წოდება გადასცეს იმ თავგანწირვისთვის, როცა გასული წლის აპრილში ქალი სიკვდილს გადაარჩინა.

იმ ღამით 112-ში გამოძახება შევიდა, რომ სოფელ ძველი სენაკის ტერიტორიაზე მოქალაქე მდინარეში გადახტა და იხრჩობოდა. სენაკის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადა დასახმარებლად გაემართა. მორიგე ექიმი ირაკლი ცხვიტავა ადიდებულ, გაყინულ მდინარეში გადახტა და ქალი გადაარჩინა.

„ტეხურის ხიდთან ხდებოდა ეს ამბავი. არაფერი ჩანდა. ვეძახდით, იქნებ ხმა მიგვეწვდინა მისთვის. უცებ ქალის ხმა მოგვესმა, შველას არ ითხოვდა, უბრალოდ ხმა გავიგეთ, მაგრამ მალევე ეს ხმა დაიკარგა.

დრო არ ითმენდა, ვიფიქრე, ალბათ დაიხრჩო-მეთქი. არც დავფიქრებულვარ, ისე შევვარდი წყალში, ორიენტაციით ვეძებდი იმ ადგილს, საიდანაც ხმა მომესმა. გავცურე და შუა მდინარეში ვიპოვე ახალგაზრდა ქალი, გამოვიყვანე როგორც იქნა, ნაპირზე.

ცოტა გადაციებული იყო, მაშველების და პოლიციის დახმარებით გადავიყვანეთ საავადმყოფოში. რომ ვეკითხებოდით. პასუხსაც არ გვცემდა…

ღრმა არის იქ წყალი და წუთები მართლა ყველაფერს წყვეტდა. ჩემთან ერთად ექთანი და მძღოლი იყო. მათ ვუთხარი, რომ დროს ვერ დავკარგავდი და შევცურე პირდაპირ. მეგობრებმა გაახმაურეს ეს ამბავი, თორემ დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი ამას გაკეთებდა. ადამიანის ბუნება ისეთია, განსაცდელში არასდროს დატოვებს მეორე ადამიანს“, – ყვებოდა ექიმი.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
საქართველოს კარგი ხარისხის ვაქცინა თუ უნდა, მაშინ ორი-სამი კვირაც მოვითმინოთ – ცერცვაძე
ნინო აბულაძე გარდაიცვალა
რა მომხდა გორში და ვინ დაარბია ნაციონალური მოძრაობის ოფისი? - დეტალები გორიდან
მდინარაძე ოპოზიციაზე: გუშინ ვითომ გახარებული სახეებით რომ გამოვიდნენ, დადგეს, შეთანხმდნენ, მოდით გარეთ გავიდეთ გახარებული სახეებითო
მორიგი აგრესია დიალოგის პარალელურად - გორში ნაციონალური მოძრაობის ოფისი დაარბიეს (ვიდეო)
“ოცნება” ხედავს, რომ კრიტიკის ქარცხეცხლშია და უნდა დათმობები გააკეთოს, მეორე მხირვ ეშინია, თუ ის წავიდა ვადამდელ არჩევნებზე, შეიძლება დაკარგოს ხელისუფლება”- გია ნოდია
“რომელი ბრალი? ვახოს გარედან ვუსმენდი და ბოლო სიტყვები რაც მოვისმინე…” – შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულის მშობელი ამბობს, რომ გამამტყუნებელ განაჩენს გააპროტესტებენ
"ციხეში მარტო ვიყავი, სხვა პატიმრები არ მინახავს“ - რას ჰყვება გატაცებული მალხაზ დოლუაშვილი, რომელიც ოკუპანტებმა დღეს გაათავისუფლეს
ზურაბიშვილი: საკვირველია რეაქციები... ნუთუ არ გვესმის, რა მასშტაბის განაცხადი გაკეთდა გუშინ
"როგორც დარაზმულად მოვიდნენ და დააპატიმრეს ნიკა მელია, ასე დარაზმულად დაეწყონ და გამოუშვან, ვერანაირი მოლაპარაკება ვერ იქნება ლეგიტიმური, თუ მას მელია არ დაესწრება" - ჭიჭინაძე
ოკუპანტებმა ბერშუეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიიდან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს - სუს-ი
რა შემთხვევაში დასრულდება პანდემია და როდის დაუბრუნდება მსოფლიო ჩვეულ რიტმს – ბილ გეითსის განმარტება
ადმინისტრაცია გახარიას გუნდის კიდევ ერთმა წევრმა დატოვა - ვინ იქნება შემდეგი
როგორც კი მიშელი წასული დაიგულა, ღარიბაშვილმა რჩეული რიტორიკა მიაყოლა - ეკა ბესელია
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42