ნორვეგიაში Pfizer-ის ვაქცინის მიღების შემდეგ 23 ადამიანი გარდაიცვალა - ნორვეგიული მედია
მსოფლიო - 13:10, 15 Jan, 2021     15539

ნორვეგიაში, Pfizer-ის მიერ წარმოებული კოვიდ 19-ის ვაქცინის მიღების შემდეგ, გვერდითი ეფექტებით 23 ადამიანი გარდაიცვალა - ამის შესახებ ნორვეგიის მედიკამენტების სააგენტო იტყობინება. აღნიშნული ლეტალური შემთხვევები დაუფიქსირდა იმ ადამიანებს, რომელთა ასაკიც 80 წელზე მეტი იყო და მათ იმუნიტეტი დასუსტებული ჰქონდათ. ამის შესახებ ნორვეგიის მედიკამენტების სააგენტოზე დაყრდნობით წერს RIA.

Norwaytoday-ის ცნობით, ამ ეტაპისთვის ნორვეგიის მედიკამენტების სააგენტო 13 ადამიანის გარდაცვალებას კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გვერდითი მოვლენებს უკავშირებს, ხოლო დანარჩენი ფატალური შემთხვევის მიზეზის დადგენა ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულები ხანდაზმულები და ფიზიკურად სუსტები იყვნენ.

"საერთო გვერდითმა ეფექტებმა mRNA-ვაქცინებისგან, როგორიცაა ციებცხელება და ღებინება ზოგიერთი დასუსტებული პაციენტის გარდაცვალებამდე შეიძლება მიგვიყვანოს," - განაცხადა ნორვეგიის მედიკამენტების სააგენტოს მთავარმა ექიმმა სიგურტ ხორტემომ.

„ეს შემთხვევები საგანგაშო არ არის. აშკარაა, რომ ამ ვაქცინას გააჩნია პატარა რისკის ფაქტორი თუ საქმე ეხება ხანდაზმული ასაკის ადამიანთა ჯანმრთელობას“ - ამის შესახებ განაცხადა ნორვეგიული მედიკამენტების სააგენტოს წარმომადგენელმა სტეინარ მედსენმა.

მომავალში მსგავსი ინციდენტების თავიდან ასარიდებლად, ჯანდაცვის ეროვნულმა ინსტიტუტმა შეცვალა ვაქცინაციის რეკომენდაციები იმ ხანდაზმული პაციენტების მიმართ, რომელთაც სერიოზული თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდათ. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ჩვეულებრივმა გვერდითმა მოვლენებმა შესაძლოა, სერიოზული გართულებები გამოიწვიოს ხანდაზმულ ადამიანებში.

ნორვეგიაში ვაქცინაციის პროცესი დაიწყო 27 დეკემბერს და ამ დრომდე 25 000 ადამიანი აიცრა Pfizer-ის ვაქცინით.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ჩახედეთ კანონს, წიწაკის სპრეის გამოყენება პოლიციას შეუძლია დახურულ სივრცეშიც და ღია სივრცეშიც - გომელაური
რა ღირს ლარი დღეს - ოფიციალური კურსი
80-მდე აფრიკელი მიგრანტი გემიდან ზღვაში გადაყარეს - 2 დღის წინ მომხდარი უმძიმესი ამბავი, რომელმაც მთელი სამყარო შეძრა
რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა
"საშინელი კომპლექსი მქონდა, როგორ მიმიღებს ხალხი მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ ვარ ნარკომანი… უფრო სწორად, ვიყავი… ტფუ, ტფუ, ტფუ…" - თემურ თათარაშვილი
დღეს ვისაც გინდა შეაგინე, არაფერი მოხდება... მაგრამ ცოლს თუ შეაგინე, დაგიჭერენ - ზილფიმიანი
საქართველოში ბრიტანული შტამის 31 შემთხვევა დადასტურდა
ენმ-ს ოფისში დაახლოებით, 200 პოლიციელი იყო, ხალხი ბევრად მეტი დაგვხვდა - გომელაური შტურმზე
ბადრი ესებუას დღეს თუ არა ხვალ დავაკავებთ - გომელაური
13 წლის ბავშვზე ძალადობა საზოგადოების პრობლემაა, არ არის მარტო შსს-ს პრობლემა - მინისტრი
როდის დასრულდება კორონავირუსის პანდემია - ჯანმომ თარიღი დაასახელა
ის არ არის მნიშვნელოვანი, რას წაიღებს ღარიბაშვილი ბრიუსელში, მთავარია იქიდან რას ჩამოიტანს - ხათუნა ლაგაზიძე
"არც თქვენ ხართ მიშელი და არც მე თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე?"- წულუკიანი ოპოზიციასთან მოლაპარაკებაზე
ენმ-ს ოფისზე თავდამსხმელი - "ბოდიშს ვიხდი, ვიმყოფებოდი ზედმეტად ნასვამი, არ გამაჩნდა არავითარი პოლიტიკური შეხედულება"
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42