"ორი კაცი რასაც გამოვგლეჯთ და რასაც შევძლებთ აგერ ნახავთ" - "მოქალაქეები"
პოლიტიკა - 19:50, 22 Jan, 2021     750

პარტია "მოქალაქეების" ლიდერები , ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ "ქართული ოცნება" ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას საერთოდ არ აღიარებს.

ისინი თვლიან, რომ პოლიტპატიმრების საკითხი ქვეყანაში აღარ იქნება პრობლემა მაშინ, როცა მართლმსაჯულების სისტემას "ქართულ ოცნებას" "გამოგლეჯენ", ხოლო ამ პროცესში სრულიად ოპოზიციამ უნდა მიიღოს მონაწილეობა:

"ორი კაცი რასაც გამოვგლეჯთ აგერ ნახავთ და საზოგადოება განსჯის. ორი კაცი რასაც შევძლებთ იმას შევძლებთ", - აცხადებს იოსელიანი.

ელისაშვილმა აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრის დროს, ყველაზე დიდი თანხვედრა მხარეებს შორის საარჩევნო რეფორმაზე იყო:

"თუ ოპოზიცია შევა პარლამენტში და ყველა უნდა შევიდეს იმიტომ, რომ 60 ოპოზიციონერი დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში არ ყოფილა, შემდგ მომდევნო ეტაპი, თუ საარჩევნო სისტემას დავამტკიცებთ, სასამართლოსთვის და პროკურატურისთვის უნდა ვიბრძოლოთ. იქაც შევქმნათ კრიზისი, იქაც დავიხმაროთ ელჩები და იქ მივაყენოთ კუთხეში "ქართული ოცნება", რომ მართლმსაჯულების სისტემა გამოვგლიჯოთ. ასე ვხედავთ ჩვენ ქვეყნის ეტაპობრივ განვითარებას", - ამბობს ალეკო ელისაშვილი გადაცემა "დღის სტუმარში".

რაც შეეხება პარლამენტში შესვლას - იოსელიანმა განაცხადა, რომ თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, ისინი პარლამენტში არ შევლენ.

შეგახსენებთ, ლევან იოსელიანი და ალეკო ელისაშვილი დღეს პარლამენტში არჩილ თალაკვაძეს და მამუკა მდინარაძეს შეხვდნენ.

აქვე გეტყვით, რომ მთავარი მოთხოვნები "მოქალაქეებისთვის" საარჩევნო რეფორმა, საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა.

ცნობისთვის, მათ შორის არაა ვადამდელი არჩევნები, რასაც დანარჩენი ოპოზიცია ითხოვს.






მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა
შარლ მიშელი ხვალ საქართველოს ეწვევა
2021 წლის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი (ფოტო, ვიდეო)
შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელისუფლება და ოპოზიციის ნაწილი ხელს აწერს
შარლ მიშელი: "საქართველოს გაუმარჯოს! ვულოცავ ყველა პოლიტიკურ ლიდერს შეთანხმებაზე ხელმოწერას"
ოპოზიციის ნაწილი, ხელისუფლება და ელჩები EU-ს ოფისიდან პრეზიდენტის სასახლეში მიდიან
მზად ვარ ინდივიდუალურად მოვაწერო ხელი დოკუმენტს - სალომე სამადაშვილი
პრეზიდენტის კი არა, ტყვეებით მოვაჭრის ტექსტი იყო - ნიკა გვარამია
როდის უნდა მიმართოს კლინიკას ვაქცინირებულმა - გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაცია
ვის არ შეეხება 4-11 მაისს საქართველოს მასშტაბით გამოცხადებული უქმე დღეები
პოზიცია ამ ეტაპზე არ შეცვლილა - ვიდრე არ მოხდება ნიკა მელიას გათავისუფლება, სივრცე შემდგომი დისკუსიის არ არსებობს - აკაკი მინაშვილი
"არ მაპატიეს გინება, ავდექი და შევაგინე ხო? ვარ პირადად ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პატიმარი" - გოგი წულაია
შევა თუ არა პარლამენტში ელენე ხოშტარია
ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის შეხვედრა ჩაინიშნა
საინტერესო ამბები
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42