200-ლარიან დახმარებაზე უნდა დასვა გამყრელიძე, ცერცვაძე, იმნაძე და ვნახავთ, როგორ რეკომენდაციებს მოგვცემენ - ჯაფარიძე
პოლიტიკა - 21:38, 22 Jan, 2021     1460

პარტია "გირჩი- მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე გამოეხმაურა ქვეყნაში მიმდინარე ეპიდვითარებას და განაცხადა, რომ "200-ლარიან დახმარებაზე უნდა დასვა გამყრელიძე, ცერცვაძე და იმნაძე, უნდა უთხრა, იჯექი სახლში და ვნახოთ როგორ რეკომენდაციებს მოგვცემენ".

ჯაფარიძე თვლის, რომ არსებული რეგულაციები უნდა მოიხსნას, რადგან "ქვეყანაში ხალხი შიმშილით იხოცება".

ჯაფარიძეს განმარტებით, ჰოსპიტალური სექტორი არ გადაიტვირთება, თუ მხოლოდ იმ ადამიანებს დააწვენენ კლინიკებში, ვისაც სპეციალური დახმარება სჭირდება.

"ჩვენ ვედრებით ქვეყნებს, სადაც ადამიანებს აქვთ დანაზოგი. ანგარიშზე უდევთ ფული და შეუძლიათ, რომ ერთი წელი იცხოვრონ. ჩვენთან ხალხი შიმშილით იხოცება. ვისაც არ უნდა ნუ გამოვა სახლიდან. ვის ვედრებით, საფრანგეთს? მდიდარ ქვეყნებს ვერ შევედრებით. ისინიც იდიოტები არიან, მაგაზე კი არ არის ლაპარაკი, რომ იქ სწორს აკეთებენ. იქაც არასწორს აკეთებენ, მაგრამ ვის ვედრებით? მდიდარ ქვეყნებს, სადაც ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი 40-50 ათასი დოლარია? ჩვენ სიღარიბეში ვიხრჩობით ისედაც.

ვინც დასაწვენია იმათთვის ადგილები არ რჩება იმიტომ, რომ წვანან ისეთები, ვისაც არ უნდა აწვენდნენ. ადამიანების უდიდეს ნაწილს ეს დაავადება გადააქვს უსიმპტომოდ. ვიღაცას რომ ტემპერატურა აუწევს ან პატარა სიმპტომი ექნება და ახლობლებით „ჩალიჩობს“, რომ სადღაც ადგილი იპოვოს და დაწვეს, ეს არის პრობლემა. უნდა აწვენდე იმათ, ვისაც მართლა სჭირდება დახმარება. სახელმწიფოს რესურსები უნდა იხარჯებოდეს იმაზე, რომ უმკურნალონ იმ ადამიანებს, ვისაც სჭირდება სამედიცინო პერსონალის და სპეციალური დახმარება. სხვებს არ სჭირდებათ და ისინი არ უნდა წვებოდნენ ჰოსპიტალურ სექტორში. შესაბამისად, ჰოსპიტალური სექტორი აღარ გადაიტვირთება. ამის მიღმა არანაირი რეგულაციები არ უნდა იყოს და ვისაც უნდა სახლში ჯდომა, დაჯდეს სახლში. ვისაც არ შეუძლია, რომ სახლში იჯდეს და უნდა, რომ იმუშაოს, არავის აქვს უფლება, რომ იმას დაუშალოს მუშაობა“, - განაცხადა ჯაფარიძემ გადაცემაში "360 გრადუსი".





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
აშშ-ის ელჩი: ეს შეთანხმება რჩება ღია პარლამენტის ინდივიდუალური წევრებისთვის ხელმოსაწერად
ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა
შარლ მიშელი ხვალ საქართველოს ეწვევა
2021 წლის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი (ფოტო, ვიდეო)
შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელისუფლება და ოპოზიციის ნაწილი ხელს აწერს
შარლ მიშელი: "საქართველოს გაუმარჯოს! ვულოცავ ყველა პოლიტიკურ ლიდერს შეთანხმებაზე ხელმოწერას"
ოპოზიციის ნაწილი, ხელისუფლება და ელჩები EU-ს ოფისიდან პრეზიდენტის სასახლეში მიდიან
მზად ვარ ინდივიდუალურად მოვაწერო ხელი დოკუმენტს - სალომე სამადაშვილი
პრეზიდენტის კი არა, ტყვეებით მოვაჭრის ტექსტი იყო - ნიკა გვარამია
როდის უნდა მიმართოს კლინიკას ვაქცინირებულმა - გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაცია
ვის არ შეეხება 4-11 მაისს საქართველოს მასშტაბით გამოცხადებული უქმე დღეები
პოზიცია ამ ეტაპზე არ შეცვლილა - ვიდრე არ მოხდება ნიკა მელიას გათავისუფლება, სივრცე შემდგომი დისკუსიის არ არსებობს - აკაკი მინაშვილი
"არ მაპატიეს გინება, ავდექი და შევაგინე ხო? ვარ პირადად ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პატიმარი" - გოგი წულაია
შევა თუ არა პარლამენტში ელენე ხოშტარია
საინტერესო ამბები
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42