ყველამ, ვინც გუშინ თუ დღეს გაანადგურა, კორუფციის თუ პოლიტიკური კონიუნქტურის გამო დაამახინჯა და გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ბათუმს - პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე! - ახვლედიანი
პოლიტიკა - 12:00, 23 Jan, 2021     438

ევროპული საქართველოს წევრის, არმაზ ახვლედიანის თქმით, ყველამ, ვინც კორუფციისა თუ პოლიტიკური კონიუქტურის გამო დაამახინჯა და გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ბათუმს, უნდა დაისაჯოს კანონის წინაშე.

ახვლედიანი აანონსებს საპროტესტო მოძრაობას ბათუმში დარჩენილი სივრცეების გადასარჩენად.

„შუა ბულვარში 16 - სართულიანი “ამბასადორი” - ეს კატასტროფაა, დანაშაულია!

ყველამ, ვინც გუშინ თუ დღეს გაანადგურა, კორუფციის თუ პოლიტიკური კონიუნქტურის გამო დაამახინჯა და გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ბათუმს - პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე! ეს აღვირახსნილი უკანონობა უნდა დავასრულოთ, ძვირფასო ბათუმელებო! არ დავუთმოთ ჩვენი ბულვარი, ჩვენი კოხტა ბათუმი პოლიტიკურ ნაძირლებს და ბიზნეს-მაფიოზებს!

დავიწყოთ საპროტესტო მოძრაობა როგორც დარჩენილი სივრცეების გადასარჩენად, ისე უკვე დასამარებული ობიექტებისთვის, კონკრეტული პასუხისმგებელი პირების დასჯის მოთხოვნით!

რაც მთავარია, მოვითხოვოთ და შევქმნათ ისეთი გარემო, სისტემა და სამართლიანი მმართველობა, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გამორიცხავს ჩვენი ქალაქისა და სამშობლოს გაპარტახებას, დაგვიბრუნებს წართმეულ საქართველოს, რეალურს გახდის მისი სწორი, სწრაფი განვითარების პერსპექტივას!“ - აცხადებს ახვლედიანი.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
შეთანხმება შედგა - შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელისუფლება და ოპოზიციის ნაწილი ხელს აწერს
შარლ მიშელი: "საქართველოს გაუმარჯოს! ვულოცავ ყველა პოლიტიკურ ლიდერს შეთანხმებაზე ხელმოწერას"
ოპოზიციის ნაწილი, ხელისუფლება და ელჩები EU-ს ოფისიდან პრეზიდენტის სასახლეში მიდიან
მზად ვარ ინდივიდუალურად მოვაწერო ხელი დოკუმენტს - სალომე სამადაშვილი
პრეზიდენტის კი არა, ტყვეებით მოვაჭრის ტექსტი იყო - ნიკა გვარამია
როდის უნდა მიმართოს კლინიკას ვაქცინირებულმა - გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაცია
ვის არ შეეხება 4-11 მაისს საქართველოს მასშტაბით გამოცხადებული უქმე დღეები
პოზიცია ამ ეტაპზე არ შეცვლილა - ვიდრე არ მოხდება ნიკა მელიას გათავისუფლება, სივრცე შემდგომი დისკუსიის არ არსებობს - აკაკი მინაშვილი
"არ მაპატიეს გინება, ავდექი და შევაგინე ხო? ვარ პირადად ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პატიმარი" - გოგი წულაია
შევა თუ არა პარლამენტში ელენე ხოშტარია
ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის შეხვედრა ჩაინიშნა
ვითარება მძიმდება, იძულებული გავხდებით, შეზღუდვები შემოვიღოთ - იმნაძე
ტრაგედია დიდ დიღომში - აივნის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა დაიწყო
საინტერესო ამბები
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42