"მონობის დაანონსებაა“ - ხატია დეკანოიძე და ელენე ხოშტარია დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით ხვალ დაანონსებულ აქციას უერთდებიან
პოლიტიკა - 12:46, 23 Jan, 2021     865
კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით დაანონსებულ აქციაზე ელენე ხოშტარია და ხატია დეკანოიძეც მივლენ.


ხოშტარია ამბობს, რომ "ადამიანებს ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე უთხრეს, რომ კიდევ იშიმშილეთ ერთი თვე, არანაირი გონივრული ახსნა ვინმეზე ზრუნვის ამ საკითხში აღარ არსებობს“.

ელენე ხოშტარიას თქმით, ის რაც გუშინ მოხდა „მონობის დაანონსებაა“ .

„ხელისუფლების გუშინდელი აბსოლუტურად თავხედური გადაწყვეტილების შემდეგ, რომ ადამიანებს ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე უთხრეს, რომ კიდევ იშიმშილეთ ერთი თვე, ისიც მერე ვნახავთ როგორ გადავწყვეტთ ჩვენ რამდენი ხანი გაგრძელდება შეზღუდვები. არანაირი გონივრული ახსნა ვინმეზე ზრუნვის ამ საკითხში აღარ არსებობს. ეს არის მონობის დაანონსება“,-აცხადებს ხოშტარია.

ხატია დეკანოიძის თქმით კი "გუშინ ამირან გამყრელიძემ თქვა ძალიან დიდი ტყუილი".

"მან განაცხადა, რომ „დაგუგლეთ სად არის გახსნილი ზამთრის კურორტებიო“ , საჯაროდ მინდა მივმართო ამირან გამყრელიძეს, ძალიან ბევრგან არის გახსნილი ზამთრის კურორტები, ძალიან გთხოვთ, ეს ყოვლად მიუღებელია. მე, როგორც ერთი ადამიანი, ვუერთდები ამ აქციას. ყველას მინდა მოგიწოდებთ, ვისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ ვიცხოვრებთ მომდევნო თვეების მანძილზე გამოდით ხვალ, შეუერთდით იმ ადამიანებს, ვინც თვითდაორგანიზდა“,-აცხადებს დეკანოიძე.

ცნობისთვის, კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით, „გირჩი-მეტი თავისუფლება“ ხვალ აქციას გამართავს.






მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
შარლ მიშელი: "საქართველოს გაუმარჯოს! ვულოცავ ყველა პოლიტიკურ ლიდერს შეთანხმებაზე ხელმოწერას"
ოპოზიციის ნაწილი, ხელისუფლება და ელჩები EU-ს ოფისიდან პრეზიდენტის სასახლეში მიდიან
მზად ვარ ინდივიდუალურად მოვაწერო ხელი დოკუმენტს - სალომე სამადაშვილი
პრეზიდენტის კი არა, ტყვეებით მოვაჭრის ტექსტი იყო - ნიკა გვარამია
როდის უნდა მიმართოს კლინიკას ვაქცინირებულმა - გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაცია
ვის არ შეეხება 4-11 მაისს საქართველოს მასშტაბით გამოცხადებული უქმე დღეები
პოზიცია ამ ეტაპზე არ შეცვლილა - ვიდრე არ მოხდება ნიკა მელიას გათავისუფლება, სივრცე შემდგომი დისკუსიის არ არსებობს - აკაკი მინაშვილი
"არ მაპატიეს გინება, ავდექი და შევაგინე ხო? ვარ პირადად ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პატიმარი" - გოგი წულაია
შევა თუ არა პარლამენტში ელენე ხოშტარია
ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის შეხვედრა ჩაინიშნა
ვითარება მძიმდება, იძულებული გავხდებით, შეზღუდვები შემოვიღოთ - იმნაძე
ტრაგედია დიდ დიღომში - აივნის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა დაიწყო
კარგი იქნება, ოპოზიციამ შეთანხმებასთან მიმართებით ერთიანი მიდგომა შეინარჩუნოს - სამადაშვილი
საინტერესო ამბები
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42